Lonely Hearts Club

Tuesday, December 8, 2009

ეძღვნება ჩემს მეგობრებს...

დეპრესიული შემოტევები ყველას გვქონია დამეთანხმეთ, არავის ვჭირდები, ყველასთვის სულ ერთი ვარ და ეგეთი ბევრი აზრი...

რაღაცას რომ კარგავ და დიდი არჩევანს წინაშე დგახარ - გერხევა :) არიან ადამიანები ვინც ასეთ გადაწყვეტილებით იგებს, არიან ვინც აგებს - ხოდა რატომ ვაგებ ყოველთვის მე? :) არც ერთი ცხოვრებისეული ამბიდან მე გამარჯვებული არ გამოვსულვარ... სულ რატომღაც უნდა ვფიქრობდე სხვებზე, და სხვების ბედნიერებაზე, არადა მე როგორ ვარ, შეიძლება არც არავინ დაინტერესდეს სანამ კივილს არ მოვრთავ და ისიც იქნება ან კაი ანა რელაქს, ან კაი ანა დაწყნარდი :)გააჩნია ვინ ამბობს :) შეიძლება ხვალ დილით, რომ გავიღვიძებ გამეცინოს იმაზე, რაზეც დღეს ძალიან გავმწარდი... (თუმცა არამგონია) მაგრამ რამე მაინც რომ არ დამეწერა, ალბათ ავფეთქდებოდი :)

ან მე არ ვიცი მეგობრობა, ან მეგობრები არ არსებობენ - არის უბრალოდ სიტუაცია და ადამიანები, სადაც ისინი ერთად ხვდებიან და მეტი არაფერი - ეგაა მეგობრობა?? როცა "ამოგწურეს" მერე გინდა მტკვარში გადახტი, გინდ მთვარეზე წადი ჩუსტებით, იმ ნე ინტერესნო :) ზოგჯერ ადამიანი ისე ამოშლის საკუთარ თავს სხვისი გულიდან, რომ ვერც ხვდება, არადა რა, არც არაფერი... ჩაწყდა ხოდა კარგად იყვნენ, ყველას ვუსურვებ წარმატებებს, უბრალოდ აწი მომერიდეთ - ვიღრინები :)

AnaBana RUleS

Friday, November 27, 2009

ესეც ჩემი ანა ბანა - ჩემი რა, ჩიკოსი :) გაიზალდა უკვე და ძააან საყვარელია. დღეს პამპერსს უცვლიდა დედიკო და ტაკოს ზოლი რომელი იყო ვერ გავარკვიეთ, სულ ქონებია და თან ისე საყვარლად ჩაწყობილი, მოვკვდი ბავშის ბურჯგვნით... მინდა ეგეთი :)


Ugly Betty out..

Saturday, November 21, 2009

zSHARE video - ugly.betty.040102.flv

2012

Friday, November 13, 2009

რა მაინტერესებს იცით? 2012-ის მსოფლიო პრემიერა 13 ნოემბერსაა და ჩვენთან 12 ში ანახებენ, ანუ ჩვენ 2012ის 20 დეკემბერს დაგვერხევა, და დანარჩენ მსოფლიოს 21ში?

Tbilisi Alter Vision NEWCOMERS

Monday, September 21, 2009

















ხარ

ახალბედა მუსიკოსი?

გყავს ბენდი?

23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრამდე მოიტანე სამი აუდიო ჩანაწერი, ფოტო, ვიდეო და ბიოგრაფია:

თბილისი, 26 მაისის მოედანი 1. სპორტის სასახლე ( უკანა შესაsვლელი)

შენ შეგიძლია გახდე მასშტაბური კონცერტის მონაწილე 23 ოქტომბერს იპოდრომზე

ტელეფონი 47 93 51

წერის მუზა 2, Tom-ი მე 8, Jerry მე 6

Saturday, September 19, 2009


კიდევ გამახსენდა მოსაყოლები, ასე მაგალითად ჩემი რემონტი და იეღოველი და ქურთი მეზობელი :))) უკვე კურიოზია :))

ჩემ მეგობარ ავთოს სიყვარული ეწვია, სახელად ნინიკო, ჩემი კლასელი, მოდით ამ ჭიქით ამ ახალგაზრდებს გაუმარჯოთ, ამ გუგულებს, გვრიტებს და მოჭიკჭიკე ანგელოზებს...

როგორი უცნაური რამეა ეს სიყვარული ისე, მოვარდება, აგაფორიაქებს, ჭკუიდან გადაგიყვანს, შეგიტევს, დაგკასტავს და ან დარჩება ან და წავა... თუ არ წავიდა ესეიგი კარგია, თუ გაღრმავდა და ფესვები ჩააღრმავა სულ მთლად კარგია, მთავარია ცალმხრივი არ იყოს... კაი რამეა ორმხრივი სიყვარული, ვისაც განუცდია მიხვდება, თვალებში რომ შეხედავ და მეტი არაფერი გინდა ამ ქვეყნად... სითბოში რომ იძირები... კაია კაი....

გამახსენდნენ ნათლულები, ელენე და ანაბანა - წოდება "მოტო" ჩამოერთვა. ელენე პრინცესაა, პრანჭია ლამაზი პრინცესა, ანა გოჭი :) ცარელა ლოყები და ლამაზი ლამაზი თვალუკები.

გამახსენდა ჩემი კატა, რომელიც 4 თვის წინ წავიდა... მენატრება :( კარგი ფისო იყო, საყვარელი, ლამაზი, სანი ერქვა... სულ დავდივარ ქუჩაში და ვეძებ, ეგება და დავინახავ სადმე, მარა მგონი ჩემი მეზობლის ძაღლმა გაისტუმრა მარადიულში... :(

დედაჩემი - ნერვიულობისგან წნევები აქვს - როდის მორჩება ეს რემონტი... კი კაია გახდა, მარა ასე ტეხავს... ერთი მე არ ვხდები რა ნერვიულობაზე, უფრო ვსუქდები...

ეჰ წავალ სახლში, ცივა და ბნელა... კიდე კაი ჩემი რულჯა მყავს...

mooomnatrebiaaaaaaa




ეუუუუუფ რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვააარ... მოოომნატრებიაააოოო, ასე შემოვარდებოდა ხოლმე ჩარი "ვატო" ონ ჟე OPEJL KOMHATHbIU ალიანსის ჩატის ფანჯარაში, რა ენატრებოდა მაინც არ ვიცი, ეტყობა თავისი გენდოლფა... (ე.წ. ჩარი) (c) NCSoft... ხოდა მომენატრა წერა რა :)) არ ვიცი, ეტყობა ამასაც მუზა უნდა, აღტკინება და აღტაცება მე9 ცამდე, ხოდა ეხლა რაზე მეწვია არ ვიცი, ცოტა კი ვხვდები მარა ხმამაღლა როგორ დავწერო ეს - ფუფ, ფუფ :)) ხოდა ქე გიბურღავთ ტვინს :)))

ეხლა მაგრა მომშივდა, იკამ მომწერა ვჭამო, და აი მომინდა რამე ძაან გემრიელი... აი როგორი იცი? აი რომ მომზადება არ დაგეზარება... პროსტა მაგრა გაწვიმდა, და ჩემი ახალგარეცხილი მანქანა ისევ გაჭუჭყიანდება... ხო მანქანა ვიყიდე ამასობაში, გადავყევი მართვის მოწმობის გამოცდას, აი გადავყევი სრული სტიყვს მნიშვნელობით... ჯერ ვმეცადინეობდი ჩემით, მერე ეხლააა რა ვერ უნდა ჩავაბარო თქვა დაააა, ქე ჩეიჭრა 2 ჯერ! მერე მადლობა ვოვას (ეტო კოტოროვო ია ტაკ ჟდალაო) ისიც ვერ აბარებდა და ავტო სკოლაში მიმიყვანა საპატრულო პოლიციის გამოცდების როგორც თეორიული ასევე პრაქტიკული ბილეთებისა და ფეხ ტვინ საჭყლეტის უბადლო მცოდნე და დიდი ინტუიციის მქონე ადამიანთან ბატონ ზურასთან! (აი სრული ნიჭ აქ - გეტყვის ეგრევე ჩააბარებ თუ არა!!!) ხოდა მიშველა ზურამ 2 კვირაში თეორიაში, მარა აი ვავაა, პრაქტიკა გაჭრდაააა.... სულ ხომ 5 ცდაა :))) ცდა 1) პარკინგი +, 8ანი +, მცირე გაბარიტებიანი +, ზიგზაგი +, აღმართზე რუჩნოით +, და ეს დედააფეტქებული წითელი!!!! გავაჩერე, და გაიარე გაიარეო... :)) და დავუჯერე :( ეგრევე - - - წაი ანიჩკაო, მოდიო შემდეგზეო ::)))) ცდა 2) ყველაფერი იგივე +, მარა პარალელურ პარკინგზე სანამ შევიდოდი, გამომცდელს დაურეკეს და უთხრეს - ტოლი დზმა, ტოლი ცოლის დზმა დაგეგუპაო, და ისეთი შეჰკივლა ტორმუზზე ფეხი ამეშვა და ქე მევეჯაახე სტოოლბას :)) ცდა 3) ზადნიში ვერ შევგორდი, ცდა 4) სანამ ზადნიმდე შევიდოდი ჩამიქრა... ცდა5) ჩავაბარე :) არ მჯერა) პრავა მაქვს!!! ხოდა დავჯექი და წავედი ბათუმში 1 საათის აღებული მართვის მოწმობით, და მთელი გზა ვკიოდი - ქალია რულთან ქააალიიიი, გადით, გაიწიეთ !!! :))

ვსე ნა გალერი, სკაზალ ველიკი ცეზარ დავიდ!

ზღვაზე ვიყავი წელს 3 ჯერ, 2 ჯერ 3-3 დღით, ბოლოზე 9 დღე ვისვენებდი, ოღონდ მართლა :))) ძილი პლიაჟი ჭამა პლიაჟი ჭამა ძილი ჭამა პლიაჟი ძილი, ჭამა, ძილი... რეაღც ეგეთი.

კიდე 1 მანია შემეპყრო - სტეფანი მაიერის, საგა ბინდი - ნუ კინო ხო მაგრა მისწორდება, მარა წიგნმა წამოიღოოო, თან მაგაზე ვიწვალე :) ინგლისურად იყო, და თბილისიდან წამოსვლისას მართო ახალი მთვარე წამოვიღე, მეგონა გმამიჭირდებოდა... 5 საათში წავიკითხე... მომინდა მე3 ტომი, და ვიწვალე ტელეფონით, რაღაცა პდფი ვიპოვე, მერე კომპში, ბლუთუზით ჩავაგდე და ამოვისუნთქე :) მერე 2 ჯერ უყურე კინოს, და გავაგრძელე კითხვა, და კითხვისას კინოს ვხედავდი... ყველა პერსონაჟით, ხმით, და აი მაგრა გაასწორა :)

ველი 20 ნოემბერს.. შევვარდები კინოში 4 სეანსზე ზედიზედ :)))) შევჭამ პოპკორნს მივაყოლებ პეპსის, და მე ისევ მშია, მშია აბა არაფერი მიჭამია... რა გავა ამ წვიმაში...

Tbilisi Open Air Alter/Vision

Friday, April 24, 2009

Line up: არასრული რასაკვირველია, მთელი ინფორმაცია განთავსებული იქნება ვებ გვერდზე, რომელიც ძალიან მალე გაეშვება. უბრალოდ ვამატებ ინფოს :)


Participants:

May 15 – Old Tbilisi

The traveling band (UK)
Cheese People (Russia)
The Black and Reds (UK)
Transglobal Underground (UK)


May 16 – Hippodrome

ANDY (Poland)
The Haggis Horns (UK)
Motel Connections (Italy)
Jazzanova live feat. Paul Randolph (Germany)
The Dhol Foundation (UK)

May 17 – Hippodrome

Rook and the ravens (UK)
Cynic Guru (Iceland)
The Blue Van (Denmark)
10 Bears (UK)
3G (Georgia)

Tbilisi Open Air

Monday, April 20, 2009

ვიფიქრე რა, ვამჯობინე ახალი ბლოგის გაკეთება სპეციალურად ფესტივალისთვის, ასე რომ თუ დაგაინტერესათ, შემოდით http://tbilisiopenair.blogspot.com/ და ისიამოვნეთ, სანამ ვებ გვერდი გაგვიკეთებია :)

Tbilisi Open Air - Alter Vision May 15,16,17

წავიდა ინფორმაციის გაჟონვა....



Band Name: Ten Bears
Country: United Kingdom, Manchester
Genre: Alternative/Trash/Pop
Members – Sam Hammond- vocals
Dom Kozubik - guitar
Luke Daniel - guitar
Kris Hudson- drums
Tim-Eee – keyboard

Web Address : http://www.myspace.com/tenbearsmusic

Ten Bears are one of the hotly tipped groups for 2009. TEN BEARS are lead by their incredible energy, charm and charisma, and have been causing a stir around Manchester and UK music venues, winning over crowds where ever they go. Their energetic ‘cOSmiCDiRtRoCK’ delivers up pop slices and brings to life the inner mind thinking of Ten Bears;

Their song ‘Dirt On The Radio’ is being used as the theme tune to T4's Orange Act Unsigned and is available to download on iTunes. They have Radio One coverage on the Huw Stephens show, and a live session for Marc Riley’s 6 music under their belts. They are currently in the studio working with Ric Levy (Yeah Yeah Yeah’s/Mystery Jets), and planning a wild summer with Glastonbury Festival.




Band Name - Cynic Guru
Country - Iceland
Genre - Alternative/Pop/Rock
Record Label - SENA/Fat Northerner/Westwood/Skot-LaPop Records
Members
Roland Hartwell (vocals, violin, guitar)
Ricky Korn (bass)
Oli Holm (drums)
Einar Johannsson (lead guitar, vocals)

Web Address : http://www.cynicguru.com/
http://www.myspace.com/cynicguru


CYNIC GURU is led by multi-talented singer/songwriter/violinist Roland Hartwell, a member of the Icelandic Symphony Orchestra who has played with Elvis Costello, Dr. Dre, Burt Bacharach, Barry White, P Diddy, Mandy Moore, and The Moody Blues amongst others. Cynic Guru has blazed a trail in their homeland with their own unique brand of slightly skewed, deceptively dark rock music. Cynic Guru’s unique blend of twisted story-telling, oddball-eclecticism and radio-friendly pop falls somewhere between The Mothers of Invention and E.L.O re-imagined by 80’s pop producer extraordinaire Trevor Horn, and as such, completely defies categorization.

Their debut album ‘ICELAND’ has already been a huge smash back home, where it was released by Iceland’s biggest record company to critical and commercial acclaim, spawning several hit singles, including recent single ‘Drugs’ which reached number one in the Icelandic charts. Cynic Guru will release their highly anticipated second CD in summer 09’.

Tbilisi Open Air - May 15,16,17 2009

Sunday, April 19, 2009



ხომ გსმენიათ კორპორაციული შპიონაჟის შესახებ? ეხლა მეც ამ გზას დავადექი - ვპარავ ჩემ თავს ინფოს და ვაქვეყნებ. მინდა საკუთარი ბლოგის გაპაპსავება, და მაქვს შანსი :) ხოდა მიადევნეთ თვალყური, და ყველზე პირველები გაიგებთ რა მოხდება თბილისში 15,16,17 მაისს :)

Nika in love

Tuesday, March 31, 2009

ეს ვიდეო ჩემმა მეგობარმა ნიკამ გადაიღო თავისი შეყვარებულისთვის, რომელთანაც ნაჩხუბარი იყო და მისი დაბრუნება უნდოდა - ვიდეომ იმუშავა :) ნიკა და ნიკოლი შერიგდნენ :) სიყვარულო ძალსა შენსაო...

მხოლოდ საქართველოში

Friday, March 27, 2009

Lashpertini for Predator.ge, copied from forum.ge

მხოლოდ საქართველოში როდესაც ფეხით გადადიხარ ცალმხრივი მოძრაობის გზაზე ორივე მხარეს უნდა გაიხედო.
მხოლოდ ჩვენთან არის ყველა საქართველოთი და ქართველებით უკმაყოფილოა, მაგრამ რო კითხო პატრიოტია.
მხოლოდ საქართველოში გოგო ქალიშვილია მაგრამ სექსი ქონია.
მხოლოდ საქართველოში თუ ნაცნობი შეგხვდა ტრანსპორტში უნდა გადაუხადო არავინ არ იცის რატომ მარა უნდა გადაუხადო ვსო ეს აქსიომაა.
მხოლოდ ჩვენ ვაჟკაცების თვალით ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქალაქე გოგო იძლევა და ქართველი გოგო არა ტი შტო როგორ მოგცემს ქართველები ხო დაკვირტვით ვმრავლდებით.
მხოლოდ საქართველოში სხვისგან არ გასდით მარა თვითონ აკინებენ საკუთარ თავს დედას
მხოლოდ საქართველოში ყველა ადნაკლასნიკებშია და ყველა ამბობს რო გოიმობაა
მხოლოდ საქართველოში არის 4 პრეზიდენტი ერთდროულად
მხოლოდ საქართველოში მარხულობენ გოგოების გარკვეული კატეგორია იმისთვის რო წონაში მოიკლონ
მხოლოდ საქართველოში ადამიანს შეიძლება საჭმელი ფული არ ქონდეს მარა ჯიბეში უიობრესი მესამე თაობის მაბილნიკი ედება
მხოლოდ საქართველოში მიდიან სრულებით უცხო ადამიანთან ტექსტით ბრატ სიგარეტი არა გაქ? და ის ვალდებულია რო მიცეს ეს აქსიომაც გაურკვეველია როგორც ტრანსპორტში გადახდის.
მხოლოდ საქართველოში შეგიძლია თქვა რომ მართმადიდებელი ათეისტი ხარ გუშინ მითხრა ორმა ბიჭმა შოკში ვიყავი ვეგდე და ვიფორთხიალე ვიცინე რავი არ ვიცი რა მჭირდა
მხოლოდ საქართველოში გრძელი თმა თუ გაქ გეი ხარ მარა თუ გრძელი თმა გაქ და კეპკა ამავდროულად თავზე დეზლი ხარ
მხოლოდ საქართველოში როკი სატანისტურია მარა ბიტლზი მაინც მაგარია
მხოლოდ საქართველოში მარადონას თამაშზე სტადიონი ნახევრად ცარიელია
მხოლოდ საქართველოში ტატუ თუ აქ გოგოს ის კაცთანაა ნამყოფი და იასნია შენც მოგცემს იმიტო რო თუ 1 კაცთან არი ნამყოფი ხო იასნია რო ყველას აძლევს
მხოლოდ საქართველოში ყველას უყვარს გალაკტიონი მარა ნახევარზე მეტს არც ერთი ლექსი არ წაუკითხავს და მეორე ნახევარს კიდე გალაქტიონი გონია
მხოლოდ საქართველოში ადამიანი ნაკითხია 10 წიგნი თუ აქვს წაკითხული და ნუ თუ უკვე 50 დაგააბიჯა ზნაჩიტ პიზდეც უკვე ნეგიოსია
მხოლოდ საქართველოში ითვლიან რამდენი წიგნი აქვთ წაკითხული და ახსოვთ თითოეულის სისქე
მხოლოდ საქართველოში მიდიან არჩევნებზე რიგში დგანან წვალობენ მოდიან უკან და ფიქრობენ რო მაინც ჩააწყობენ და რატომ ვიწვალეო
მხოლოდ საქართველოში შეიძლება გააკეთო ფული იმით რომ აქციაზე მიხვიდე (თითო აქცია 20 ლარი მქონია შემოთავაზებები სხვათაშორის)
მხოლოდ საქართველოში სექსის მერე სიგარეტს ეწევიან და არ გააბაზროო ამბობენ
მხოლოდ საქართველოში სკაიპით იცნობენ ერთმანეთს მერე ხვდებიან ან მზიურთან ან რუსთაველის მეტროსთან რამე იაფასიან აკფეში შედიან. მერე ზასაობენ,
ბოლოს გოგო სახლში მიდის და დაქალს უყვება რო მაგარი ბიჭი გაიცნო და ისინი მუდამ ერთად იქნებიან, ბიჭი კიდე ბირჟაზე დგას და ძმაკაცებს უყვება
როგორ “გაზასა” მაგარი “დაზგა”
მხოლოდ საქართველოში გოიათ რომ ყველა რუსი და უკრაინელი ქალის ნატვრაა რომ ვინმე ქართველი გამოიჭიროს და მასთან სექსით დაკავდეს
მხოლოდ საქართველოში სიგარეტებს ფერების მიხედვით ცნობენ მაგალითან დიალოგი:
-გამარჯობათ, Marlboro Light-მინდა
-თეთრი მალბორო ?
პს. არა და არაა ეს მალბორო ლაითი თეთრი და რა ვქნა არაა ბლიად თეთრი არა !!!
მდოლოდ საქართველოში ბებიები სერიალს უყურებენ და მერე ტელეფონზე არჩევენ კონტენკს ამ სერიისას თუ თქვენს ოჯახში ეს ესე არ არის მაგრად გაგიმართლათ
მხოლოდ საქართველოში 2 ფაქი რეპის ყველაზე მაგარი და პირველი შემსრულებელია მაგრამ არავინ არ იცის run dmc არსებობის შესახებ
მხოლოდ საქართველოში ანატომიის გაკვეთილზე არ აყოლებენ ქალისა და კაცის ორგანოების აღწერას იმიტომ რომ უზდელობაა და წიგნში ვინც ეს დაწერა და დახატა იმას “გაუხმეს ხელი”
მხოლოდ საქართველოში Play Boy წამგებიანი პროექტი გამოდგა.
მხოლოდ საქართველოში შარდენზე თუ ზიხარ და ყავას სვავ ძერსკი ხარ და თუ დიღმის ტრასაზე რომელიმე რესტორანი დახურე ბანძი იმიტო რო მაგ ფასად შარდენზე შეგეძლო 3 პორცია პიცა და 2 პორცია ცეზარი გეჭამა
მხოლოდ საქართველოში შიდსისაგან დაცვის დღეს დარიგებული პრეზერვატივების ნახევარი ან შეიძლება მეტიც შემდეგ წლამდე ძლებს.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება გყავდეს შეყვარებული 3 წლის განმავლობაში და მაინც გჭირდება ქალებში სიარული იმიტომ რომ ჯერ ქორწილი არ ყოფილა ბლიად !!!
მხოლოდ საქართველოში “ფასტფუდს” აზაკაზებ და 20 წუთი ელოდები
მხოლოდ საქართველოში შეგიძლია შეისყიდო ლუდი რომელიც ბორჯომის ბოთლშია ჩამოსხმული მაგრამ ყაზბეგის ლოგო აკრია
მხოლოდ საქართველოში ნაით კლაბში შეგიძლია საჭმელი დააზაკაზო
მხოლოდ საქართველოში შეიძლება მათხოვარმა ფული ისე აგრესიულად გთხოვოს რო ძალადობის აქტში გაატარო
მხოლოდ საქართველოში ოპერაში იყო შესაძლებელი ხინკლის ჭამა (ეს არ არის ღადაობა ქუთაისის ოპერაში იყო 80-90 წლების კვეთაზე ეგ ამბავი)
მხოლოდ საქართველოში შეიძლებოდა აპლიკაციაში Sex ის გრაფაში კაცს ჩაეწერა Twice per week (British petrolium ში მოხდა ეს ამბავი)
მხოლოდ საქართველოში როცა ნარკოლოგიურში ნარკო ტესტი გაქ გიყურებენ როგორ შარდავ (გთხოვთ არ მკითხოთ საიდან ვიცი)
მხოლოდ საქართველოში ჰელოვინი სატანისტურია (დამამტკიცებელი საბუთი ისაა რომ მართმადიდებელ მშობელთა კავშირი შეიჭრა ჰელოვინ ფართიზე წელს და “დაარბია”)
მხოლოდ საქართველოში შეიძლება გოგოს ელვის პრესლიზე მაგარი ბაკინბრდები ქონდეს და მაინც მოდელი იყოს !!!
მხოლოდ საქართველოში იმართლებ მათხოვართან თავს იმის გამო რომ ფული არ გაქვს
მხოლოდ ქართველს შეუძლია ერთჯერადი ცხვირსახოცი მრავალჯერ იხმაროს
მხოლოდ საქართველოში არსებობს ისეთი გენიალური პიროვნება როგორიცაა შალვა ნათელაშვილია
მხოლოდ ქართველ მშობელს შეუძლია უთხრას შვილს რომ მოწევა ცუდია და წინადადების ბოლოს სიგარეტს მოუკიდოს და ნაპასი ამოარწყას
მხოლოდ საქართველოში აქვთ ტაქსისტებს 2 წითელი დიპლომი
მხოლოდ საქართველოში Red Bull გთენთავს.
მხოლოდ საქართველოში არსებობს მამა ქალაქი (ქუთეისი სიმონ)
მხოლოდ ქართველმა შეიძლება იცოდეს ტოქსის ყველა ტექსტი ზეპირად და არ იცოდეს შექსპირი ვინაა
მხოლოდ ქართველს შეიძლება ეგონოს რომ დედა ენა იესო ქრისტემ დაწერა (არ არის ხუმრობა, ჩემმა უბნელმა ბიჭმა თქვა მაშინ 17-18 წლის იყო ეხლა ზონაზეა გამოვა და ცხოვრებაზე
პრეტენზია ექნება კიდე)
მხოლოდ საქართველოში ქალიშვილობა დაუფასებელია მაგრამ თუ პლასტიკურ ქირურგებს ვკითხავთ მხოლოდ 200 ლარი ღირს ჰა ავხადე ბევრის გათხოვების გზებს ფარდა ?
მხოლოდ საქართველოში ტრულაილას ფული არ უნდა.
მხოლოდ საქართველოში ამ ყველაფრის წაკითხვის მერე ყველა გაიცინებს რა სლეები არიან ვინც მართლა ეგრე აკეთებსო იტყვიან, გავლენ ქუჩაში და იგივეს და კიდე უარეს ზლეობას იზავენ.

შუაღამის ბოდვა

Thursday, March 26, 2009

LemonJelly - Return to Patagonia - კაი ხანია არ მომისმენია, პროფ. ინტერესის გამო კომპში დავძვრებოდი, არტისტები მესაჭიროება რაღაცეებისთვის, დავეძებდი რამე კარგს, და მივადექი. "We belong now" - კომპოზიციაში ამბობს ქალის ხმა...

ნეტავი ამას ვიტყვი როდესმე სადმე? :) არსებობს ადგილი დედამიწაზე სადაც კომფორტი არსებობს? :)ყველგან კარგია სადაც ჩვენ არ ვართ პრინციპით არ არსებობს. მღლის ეს უკომფორტობა, დაღლილობა, უაზრობა, წამში 100 ცარიელი სიტყვა, არადა გინდა ადამიანს რაღაცა შენი, აზრიანი, თბილი და აი ისეთი რაც აგავსებს და სულს გაგთბობს.

Morcheeba - By the sea - left my soul there... kind of a truth, left and can't find... ისე დამრჩა ეს "სოულ", რომ ვერსად ვეღარ ვპოულობ :) არც სამსახურშია, არც სახლშია, სადღაც შორსაა...


კაი ტაიტლი ქონდა გუფის სკაიპში "Жизнь как зебра - полоса белая, полоса черная а в конце жопа..." მემგონი ეგრეა? თუ მე მაქვს ღამის 2 საათზე დეპრესიის შეტევა? :)

Do I belong anywhere? :) Hope I do, but - არ ღირს იქ ბრძოლა, სადაც ჯერ შენი დრო არ დამდგარა... (c)my love.

ვინ ვარ მე?... შენა ბიჭოო... რადიო 105 :)

CUM ON ENGLAND

Sunday, March 8, 2009

ეს ჩემი ძველისძველი სტატიაა, ფაქტიურად პირველია - მადლობა სერგი გვარჯალაძეს რომ წერის საშუალება მომცა :)


COME ON ENGLAND – Anichka Sikharulidze for Ozoni

რეკორდ ლეიბელში ვმუშაობ და სტიპენდია მოვიგე არტ მენეჯერებისთვის... მანჩესტერში წასვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ეს ქალაქი მუსიკალურ ინდუსტრიაში ევროპაში სიდიდით მეორე ქალაქად ითვლება, პირველი ლონდონია. მანჩესტერში დაახლოებით სამასი ათასი კაცი მუშაობს მუსიკის სფეროში, რაც თავის თავში დაახლოებით სამ ათასამდე ბენდს მოიცავს, ასამდე ლეიბელს და აუარებელი რაოდენობის საპრომოუშენო კომპანიას, მუსიკალურ საზოგადოებას თუ უბრალოდ თავისუფალ აგენტს. 3 წლის წინ ჯგუფ “Soft Eject”-თან ერთად ორჯერ უკვე ვიყავი ნამყოფი კონცერტებით და ჯგუფის იქაურმა მენეჯერმა რეი ლისონმა თავის საპრომოუშენო კომპანიაში დამპატიჟა სამუშაოდ.


05.07.2006 – მივფრინავ... პირველად ცხოვრებაში მივფრინავ მარტო. ცოტა არ იყოს მაკანკალებს. საკუთარ თავზე ვარ დამოკიდებული... იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის. ეს ფრენებიც რა აუტანელ დროსაა, დილის ხუთი საათი რა ამბავია...
06.07.2006 – ჩამოვფრინდი! ინგლისი ისეთივე მწვანეა, როგორიც დავტოვე, უბრალოდ ფეხბურთი იწყება და ყველა სახლზე, მანქანაზე თუ ავტობუსზე წმინდა გიორგის დროშებია გადმოკიდული და სიმწვანეს თეთრი და წითელი ფერებიც შეერია. საქართველოს მაგონებს...
09.07.2006 – ფეხბურთიც დაიწყო. სამუშაოც ბევრია, თამაშებს ჩვენ კლუბში აჩვენებენ დიდ ეკრანზე, ისევე როგორც ყველა დანარჩენ კლუბში თუ ფაბში... ბილეთები ერთი თვით ადრე გაუყიდიათ, დაქრიან ეხლა ეს ინგლისელები და ამაზრზენი მანჩესტერული დიალექტით გაჰკივიან “CUM OOON ENGLAND, CUM OON”. თურმე აქ ყველას სიმღერა შეუძლია. საქმე ფეხბურთს რომ შეეხო, ყველა განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვდა - ბოლო ხმაზე მღერიან, აბრახუნებენ და რაც მთავარია სვამენ აუარებლად ბევრ ლუდს. ცხოვერბის წესი მაგიჯებს – სამსახურიდან სახლშიც არ მიდიან, ეგრევე ფაბში გარბიან დასალევად. ხო, დღეს პირველად მივდივარ აქაურ კონცერტზე, ერთი ძალიან მაგარი ისლანდიური ბენდია ჩამოსული Cynic Guru და მოსმენა მინდა, წავედი, თორემ აქ მატარებლები აგვიანებენ.
10.07.2006 - ისლანდიელებმა მასიამოვნეს. ვოკალისტი რეიკიავიკის სიმფონიური ორკესტრის პირველი ვიოლინოა და სიმღერის დროს ამავე ინსტრუმენტზე უკრავს, კარგი დრაივია და კარგი მუსიკა. თბილიში ბევრს მოეწონება. კიდევ ერთი მუსიკოსი მომეწონა – დენის ჯონსი, აქვს მიქშერი და სემპლერი, უკრავს აკუსტიკურ გიტარაზე, სცენაზე აწყობს ტრეკს, ასე 3-4 წუთი ამ აწყობას უნდება. დაუკრავს ერთ ტაქტს, დალუპავს, მერე დააბრახუნებს გიტარაზე, რითმს დაადებს, ამასაც დალუპავს, მერე მიქშერზე რამე დილეის დაადებს ამასაც დალუპავს... და საბოლოო ჯამში ისეთი კარგი მოსასმენი გამოდის – ფაქტიურად ცოცხალი ელექტრონიკა – დენისი კაცი დიჯეია. ისლანდიელებიც გავიცანი და დენისიც, თბილისში დავპატიჟე, დისკები მაჩუქეს და ავტოგრაფიც მომცეს.
11.07.2006 – აქ იმდენი კონცერტი ტარდება, დაიბნევი ადამიანი. ცოხცალი მუსიკის შესრულებისთვის განკუთვნილი პატარა დარბაზები იმდენია, რომ 1 თვის განმავლობაში, ყოველდღე რომ იარო, ყველას ვერ მოივლი. ყოველდღიურ გაზეთ “Manchester Evening News” შუა 4 ფურცელი მხოლოდ აფიშებით არის ავსებული და ძალიან რთულია არჩევა თუ სად წავიდე, მართლა დავიბენი. ყველა ბენდი თუ მუსიკოსი შესაფერისი ადგილის დასაკავებლად იბრძვის. მაგრამ ერთ პატარა პრობლემაა – გადასახადი, რომელსაც ჯგუფებს უხდიან 2 საათიანი კონცერტის ჩასატარებლად მაქსიმუმ 100 ფუნტია, რაც 330 ლარს წარმოადგენს, იქნება ეს ლეიბელში გაწევრიანებული თუ “თავისუფალი” ბენდი, გადასახადი არ იცვლება. მაგრამ პრინციპი, სცენაზე დაკვრა სარეპეტიციოში ჯდომას ჯობიაო, ყოველთვის ამართლებს. ასეთი კონკურენციის პირობებში რთულია რამეს მიაღწიო და მსოფლიოში ცნობილი გახდე, თუმცა ზოგიერთებს უმართლებს. თუ მანჩესტერში პოპულარული ხარ, დიდი შანსი გაქვს ვინმე ბუმბერაზმა შეგნიშნოს. ერთი ბენდი მოვისმინე “The Rook and the ravens” და ძალიან მომეწონა. როგორც აღმოჩნდა მარტო მე არ მომწონებია და “SONY BMG”-ც დაინტერესებულა. მაგრამ ბენდი უკვე საკმაოდ პოპულარული უნდა იყოს, რომ ლეიბელში გაწევრიანდეს, ხოდა უკრავენ ეგ ბიჭები თითქმის უფასოდ (100 ფუნტი ხომ არაფერი არაა) სამაგიეროდ ნახევარი მანჩესტერი და ლივერპული უკვე სახეზეც ცნობს. იმედია გაუმართლებთ.
14.07.2006 – 14-16 ივლისს ფესტივალი გვაქვს გლოსოპში დაგეგმილი და ვემზადებით. რეის ოთხი საათი დასჭირდა ფესტივალის ორგანიზებისთვის – არტისტებს შეუთანხმდა, დარბაზებსაც, პრეს რელიზებიც და პოსტერებიც ამ დროში გააკეთა. ეხლა სარეკლამო კამპანია გვაქვს. რადიოებში და გაზეთებში დავდივართ და ინტერვიუებს ვიძლევით, აქ ძალიან ცხელა, ასეთი ცხელი ზაფხული დიდი ხანია არ ყოფილა.
28.07.2006 – ლონდონში ვიყავი 5 დღე. სატელეფონო კომპანია “O2” ფესტივალს აწყობდა ლონდონის ჰაიდ პარკში. მასშტაბურობამ ცოტა არ იყოს დამაბნია, 5 სცენა – ცენტრალური სადაც გამოვიდნენ Depeche Mode, Massive Attack, James Blunt, Goldfrapp, The Strokes, DJ Shadow; myspace სცენა, სადაც ყველაზე პოპულარული მაისფეისელები გამოდიოდნენ, პოპულარული რადოისადგურ XFM-ის სცენა, სადაც ინგლისელი ცნობილი DJები უკრავდნენ, აკუსტიკური სცენა და VIP სცენა, სადაც მხოლოდ O2 – ის აბონენტებს შეეძლოთ შესვლა, და სადაც მე ვერ მოვხვდი, რადგან O2-ს ვოდაფონი ვამჯობინე, და ეხლა O3-სთვის ვწერ... თუმცა ის რაც ვნახე სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის რომ მივმხდარიყავი – საქართველოში კონცერტის ჩატარებას კიდევ ასე 10 წელი ვერ ისწავლიან. ცენტრალურ სცენაზე დღის 3 საათიდან ღამის 12 მდე რვა ჯგუფი გამოდიოდა. ჯგუფებს შორის შესვენება დაახლოებით 20-30 წუთი იყო. აბსოლუტურად ყველა ჯგუფს ჰქონდა თავისი დეკორაცია, რომლის შეცვლაც ინგლისელი სცენის მომსახურე პერსონალისთვის საერთოდ არ წარმოადგენდა პრობლემას. არც კონცერტი აგვიანებდა, არც აპარატურა ფუჭდებოდა, არც მიკროფონი წუოდა, ამოდენა პარკში დინამიკების წინ მდგარს მუსიკაც არ მაყრუებდა და გვერდით მდგარი ხორვატიელი გოგოს ლაპარაკიც მშვენივრად მესმოდა.
Depeche Mm\ode-ის კონცერტს გვერდს ვერ აუვლი და ვიტყვი რომ ეს ყველაზე კარგი, ლამაზი და შთამბეჭდავი კონცერტი იყო, რაც მე ცხოვრებაში მინახავს. ასეთი პერფორმანსი, ასეთი განათება და ასეთი კარგი სიმღერები, რომელიც სხვათაშორის სულ ყველა რემიქსული ვარიანტით შესრულდა ძალიან იშვიათია. ყველაზე კარგი ის იყო, რომ ორმოც წუთიანი კონცერტის მაგივრად საათი და ორმოცი იმღერეს, ყველა სიმღერა გვამღერეს, ლამის ხალხში გამოსვლაც სცადეს, მაგრამ დაცვამ არ გამოუშვა.
რემიქსებმა და დიჯეებმა ხომ საერთოდ გადამრიეს. პირველ რიგში გავიცანი ქართველი დიჯეები – სიხა, ოთო და ლევან ჯავახიშვილი, რომლებიც ძალიან წარმატებულად უკრავენ ლონდონის სხვადასხვა კლუბებში. მაგრამ “ენდ” კლუბში ნანახ, მოსმენილ და ნაცეკვ ღამეს ალბათ არასოდეს დავივიწყებ. წარმოიდგინეთ როგორი შოკია, როდესაც შემთხვევით შედიხარ შენთვის უცნობ კლუბში და ხედავ კეირან ჰებდენს (Four Tet), რომლის მუსიკასაც თბილიში დღე და ღამე უსმენ. ამას კიდევ უარესი შოკი მოყვება, გადადიხარ სხვა ოთახში და პულტთან ტიმო მაასი დგას და Depeche Mode-ის Enjoy the silence-ის რემიქს გიკრავს, თან ისე ახლოა რომ სურათის გადაღებაც შეგიძლია, და ხელის ჩამორთმევაც...
01.08.2006 – ინგლისის ნაკრებმა პორტუგალიასთან წააგო. ქვეყანაში ტრაურია.
02.08.2006 - ქვეყანას თითქოს ტაიფუნმა გადაუარა, გაქრა ყველა დროშა, მაღაზიებში ვეღარსად ნახავდით ბურთსაც კი – ინგლისს ფეხბურთი შეზიზღდა...
11.08.2006 - დღეს Red Hot Chili Peppers -ის “Stadium Palladium”-ზე, წავედი მანჩესტერის არენაზე. თამამად ვიტყვი რომ ეს ალობომი მე არ მომწონს და ამიტომ კონცერტმაც ცოტა არასასიამოვნო შთაბეჭდილება დამიტოვა – ბავშვობის ოცნება დამემსხვრა... დაკრულიც არ მომეწონა და ხმაც. ყველაზე მეტად კი პუბლიკა არ მესიამოვნა. კარი ხუთზე გაიღო, კონცერტი კი შვიდზე დაიწყო. ამ დროის განმავლობაში ყველამ დათრობა მოასწრო და როგორც კი ჯგუფი სცენაზე გამოჩნდა ხალხი გადაირია და ისეთი ჭყლეტვა ატყდა, რომ ძლიერ დავზიანდი და ფეხი დღემდე მტკივა. მერე როგორც ჩანს წყლის დასხმა დაგვიწყეს გასაგრილებლად, სრულიად დაგვასველეს და გაგვანადგურეს. მოკლედ კონცერტმა არ გაამართლა.
17.08.2006 - ინგლისელებს ერთი თავისებურება ახასიათებთ – ყველაფრისგან დღესასწაულს ქმნიან. საჭმლის ფესტივალი იქნება, ლუდის თუ გეების, ყველაფერი ისეთი ლამაზია, რომ თვალს ვერ მოაშორებ. ფესტივალები ტარდება ყველგან და თითქმის ყოველდღე, მთავარია მიზეზი იყოს. ჩემი ფესტივალიც წარმატებულად ჩატარდა ამ დროს გლოსოპში ერთდროულად 2 ფესტივალი გაიმართა - Lift Global Music Festival და The Fringe Festival (ეს ჩემია). პირველი წორლდ მუსიც-ს ემსახურებოდა, მეორე ბრიტანულ აკუსტიკურ მუსიკას, ბრიტანულ ბლიუზს (რომელიც მართლაც ბრიტანულია) და კიდევ რამოდენიმე უცნაურ ავსტრალიურ და კანადურ ბენდს. The Fringe Festival -ს ცოტაოდენ დიდი ბიუჯეტი ჰქონდა, და ინგლისში ცნობილი მუსიკოსები ყავდათ – Transglobal Underground, Zuma, Doren Thobekile, The Peaddog Faeries, Newton Faulkner.. განსაკუთრებით გამოვყოფ Newton Faulkner– ს და Transglobal Underground – ს. Newton Faulkner 21 წლის ახალგაზრდა გიტარისტია. ჯიმი პეიჯმა და ბრაინ მეიმ რომ მოისმინეს, ეგრევე თავის ვეჩერინკებზე დაუწყეს დაპატიჟებები, საკმაოდ კარგი კონტრაქტებიც უშოვეს და “ლიუბიმჩიკადაც” აღიარეს. სასაცილოდ გავიცანი. ინდაური მოიტანეს შემწვარი, და მე ვჭრიდი, მოვიდა ვიღაცა ბიჭი და მშიაო, მაჭამეო... დავხედე და ვიცანი და მოიცადე ერთი წუთი მეთქი და გავიქეცი ვიზიტკის მოსატანად. ჯერ ვიზიტკა მივეცი, თბილისში დავპატიჟე და მერე ვაჭამე. მეორე ბენდი რომელიც მომეწონა Transglobal Underground ძალიან უცნაური გამოდგა, ვოცალისტს ყურის გამადიდებელი საყურე ქონდა და გაბარიტებით ძალიან დიდი ზანგი იყო. ყავდათ სიტარაზე დამკვრელი მშვენიერი გოგონა, გამაოგნებელი ტაბლისტი და დიჯეი. მღეროდნენ მშვიდობასა და რეინკარნაციაზე მაგრამ ცეკვის იმდენად დიდი სურვილი გიჩნდნენ, რომ რეინკარნაცია რა შუაში იყო ვერ მივხვდი.
The Fringe Festival ერთდროულად 3 ადგილას ჩატარდა – The Globe, Moon and the sixpence და The Star Inn. ჩემი ფუნქცია იყო გამეკონტროლებინა მუსიკოსები, აპარატურა და ხმის რეჟისორები. დავქროდი ერთი ადგილიდან მეორეში. ფესტივალზე 12 ბენდი თუ არტისტი გამოდიოდა – The Curragh Sons, Kristyna and the True Tones, Steve Kenny, Purple Gang Jug Band, Lindy Vopnfjord, bAd DoG, Stone Sole River, The Good, John Gomm, Fayze 2, Kirk McElhinney, Lisa Marie Glover, Roomtherteen და Jenny McCormick. წესიერად ვერაფერი ვერ მოვისმინე. თუმცა ყველაზე კარგი შთაბეჭდილება კერკ მაკელჰინიმ დამიტოვა. ბრიტანულ აკუსტიკურ ფოლკლორს მღერის. ყველა სიმღერა რაც შეასრულა ცოლს მიუძღვნა. ცოლი ყოველი სიმღერის დროს სენტიმენტალურად ტირდებოდა, კარგია ლამაზი სიყვარული...
ინგლისშიც ხდება ექსესები - გადაგვეწვა აპარატურა და არ ჩამოვიდა არტისტი. თბილისში ამ შემთხვევაში დაიწყებოდა ისტერიული რეკვები, კივილი, ნერვიულობა და ბევრი გინება. იქ უბრალოდ რეის ერთმა სატელეფონო ზარმა, ისიც ძალიან აუღელვებელმა და მოკლეხნიანმა მთელი პრობლემები გადაწყვიტა. აპარატურაც შეგვიცვალეს და მშვენიერი ავსტრალიელი დიჯირიდუზე დამკვრელიც მოგვიყვანეს – კევ ჰოვარდი. არასოდეს მეგონა რომ დიჯირიდუზე მელოდიის დაკვრა შეიძლებოდა. ჩემი წინა გამოცდილებით ეს ინსტრუმენტი მარტო ბზუოდა...
18.08.2006 - დღეს ამსტერდამში მივდივარ და მერე თბილისში. არ მინდა წასვლა, მაგრამ „როდინა ზავიოტ“. ჩავალ ეხლა თბილისში, დავკიდებ დიდ ინგლისის დროშას კედელზე და ვიყვირებ ყოველ კუთხეში „CUM ON ENGLAND“, ეგება და ვინმე გაიგებს და კიდევ ერთ სტიპენდიას მომაგებინებს...

ჩამოვრჩი ცხოვრებას...

Friday, March 6, 2009

ინტერნეტი არ მაქვს და ვიტანჯები... ინტერნეტი რა, სახლი არ მაქვს :D თბილისის მერია გამაგრებას მიკეთებს და გამომაძევეს 8 თვით - დისკომფორტია საშინელი, კი მპირდებიან რემონტს გაგიკეთებთო, ისაო ესაო, მარა რავარია დალაგებულ, აწყობილ სახლს რომ დაშლი და სადღაც გადახვალ, მერე კიდე უკან უნდა დაბრუნდე, ბინა ვიქირავე მშვენიერი მარა ტელეფონი არაა :D და ვუმზერ მეზობელს, რომ მომცეს 15 ლარიანი ტელეკომის კაბელის ერთი საცოდავი ბოლო... და ვერ დაადგა საშველი რა... არადა აი როოგორ მიდნა ინტერნეტი სახლში... ხო მაინცდამაინც მაშინ გჭირდება როცა არ გაქვს :D ხოდა ვიტანჯები :) აი ააასე ;)

Happy Birthday Anichka :)

Monday, February 23, 2009

დაბ დღე მაქვს :) დავბერდი - და ტეხავს ცოტათი. არ შეგიმჩნევიათ? რაც უფრო იზრდები, მით უფრო აღარ გიხარია დაბადების დღე... ბოლო 5 წლის განმავლობაშ პირველად ვარ თბილისში ჩემ დაბადების დღეზე... და უცნაურია :)

რამოდენიმე მეგობარს მოვკიდებ დღეს ხელს და წავიყვან ჩემს მიერ უკვე ყველგან ნაქებ "მასპინძელოში" - ხალხო ამაზე გმერიელი ხინკალი თბილისში არ არის, ქაბაბი პირში დნება, და უმაგრესი შემწვარი კართოფილი და მწვადი აქვთ... (პრ ში დისკაუნტს მოვითხოვ)!!!

ჭამა კაია მარა აი სულიერება სადაა? გაქრაა? იმედია არა :) არაა ეს დღე ისეთი, როგორსაც ვინატრებდი - ალბათ ჯერ არ დამდგარა ამის დრო, არ ვიცი ოპტიმისტი ვარ და მიმაჩნია რომ ჩემს ქუჩაზეც ჩაივლის პრიანიკებით დატვირთული მანქანა (c) მამაჩემი...

Manchester UK

Thursday, February 19, 2009

კიიდევ ერთი სლაიდშოუ ტექსტის გარეშე :) ეგდოს რა...

London UK

ლონდონოოო... ჩემოო ოცნების ქალაქოოო...
არმინდააა უშენოდ ყოფნა არაააოოოოო (უზუსტობა ტექსტში)
იცოდეეეე აქამდე რაც მიმღერიააააა
შენიააა ყველა სიმღერააა შეენიააააა... (c) ვინ მღეროდა ამას? თან თბილისზე?

Brighton UK

ბრაიტონი - ინგლისის ზღვისპირა ქალაქი. ბოდიში - ოკეანისპირა. იქ სრულიად შემთხვევით მოვხვდი - მადლობა British Council-ს. 2007 წელს ბრაიტონში მეორე თანამედროვე მუსიკის ფესტივალი ჩატარდა სახელწოდებით The Great Escape სადაც ქართული თანამედროვე ინდი სცენის წარმომადგენალდ მიმიწვიეს. 3 დღე - 150მდე ბენდი, ძალიან ბევრი ხალხი და ძალიან კარგი მუსიკა. ამ ბრაიტონში წასვლაზე დიდი სტატია მაქვს დაწერილი ოზონისთვის, მოვძებნი და ჩავუმატებ ამ პოსტს მერე, მასში დაწვრილებით წერია ყველაფერი. (ადრე ოზონში ვწერდი - როდესაც არსებობდა, რეაღაც დღიურების ტიპის ჩანახატებს ჩემი მოგზაურობების შესახებ). ამ ეტაპზე უბრალოდ დავდებ სლაიდშოუს ჩემი მაისფეისიდან. გაისეირნეთ ჩემთან ერთად ბრიტანეთის გეების დედაქალაქში და გაერთეთ!



დიდი გაქცევა

ავტორი ანიჩკა სიხარულიძე - for Ozoni

შარშან დაწერილი სექტემბრის ნომრის სტატის შემდეგ აგერ უკვე მეოთხეჯერ წავედი დიად ბრიტანეთში. ძალიან ხშირად მეუბნებიან, შენ ლონდონში უფრო ხშირად დადიხარ, ვიდრე გორშიო... რა შუაშია გორი ამ შემთხვევაში ვერ ვხვდები, ალბათ მომავალი მუსიკალური ინდუსტრიის დედაქალაქად წარმოესახება ზოგიერთს, მაგრამ ჯერჯერობით ჩემი სამუშაოსა და მიზნებიდან გამომდინარე ლონდონი ერთერთი ყველაზე მიმზიდველი და საინტერესო ქალაქია. არსად რომც არ იარო, მეტროებთან გაზეთებს უფასოდ რომ არიგებენ, იმას გადაშლი და იმდენ ინფორმაციას ამოიკითხავ ადგილობრივე მუსიკოსებზე, ნუ ინფორმაციას რა,… სახელებს ამოიკითხავ და სად უკრავენ ამ კვირას – ართი სიტყვით აფიშას, და მერე ვინმე თუ გკითხავს იცით მუსიკოსი სახელად “ბლაბლაბლა”, სერიოზული სახით თავს დააქნევთ და იტყვით, I heard him playing in Egg yesterday night, did you?... ასეთ ფლიდობებს მთელი გულით ვცდილობ მოვერიდო, და არასოდეს არ მერიდება იმის თქმა თუ რაღაცა არ ვიცი, ამის გამო ერთხელ ჩვენმა რედაქტორმა გაბრაზებული ტონით ვიკიპედიას წაკითხვა მირჩია, და სანამ არ წაიკითხავო არ დაბრუნდეო, რასაც ჩემი გათვლებით 3 წელი დასჭირდება... :) თუმცა ერთი სერიოზული “პრომახი” დამემართა, და ეს კულტურული თავის დაქნევა რომ არა, არ ვიცი რა მოხდებოდა... მარა ყველაფერი რიგრიგობით. ინგლისში 15 მაისს გავიქეცი, ის წინა სტატიაში აღწერილი ჯოჯოხეთური პროექტი ახალი დამთავრებული იყო, რომ ჩემთვის სასიამოვნოდ და გასაკვირად “British Council”-ისგან მოწვევა და ნაწილობრივი დაფინანსება მივიღე ქალაქ ბრაიტონში მუსიკალურ ფესტივალზე The Great Escape” გასამგზავრენლად. დანარჩენი თანხები ჩემმა კომპანიამ გაიღო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემ დირექტორატს უღრმესი და უდიდესი მადლობა გადავუხადო. მადლობა ვიიის???? ;)) (ისე მერიდება და ვერ ვეტყვი )
სამსახურიდან როგორც ყოველთვის ღამის 12ზე მოსულმა, ჩანთების ჩალაგება ძლივს მოვასწარი და გავვარდი აეროპორტში. ერთ კითხვას დავსვავ, რატომ არის ეს ფრენები ასეთ უაზრო დროს? არ შეიძლება ადამიანმა ადამიანურად იცხოვროს? ისაო და დღისით ფრენა ძვირიაო, არ ვიცი არ ვიცი, გაიხსენეთ ბოლო ბილეთის ფასი, რაც თბილისიდან გაღწევაში გადაიხადეთ და მერე დააკვირდით იმ ქვეყანაში სადაც წვალებით ჩააღწიეთ სარეკლამო პლაკატებს, რომლებიც რაღაც წარმოუდგენელ სამოთხეს გპირდებიან, მაგალითად – ბარსელონა €15, ამსტერდამი €17... არ უნდა გასკდე გულზე?
ლონდონში ჩავედი დილის 10 საათზე, აეროპორტში ნიკა კაჩაროვი დამხვდა, და მისთვის საგულდაგულოდ შეფუთული და წამოღებული ჩურჩხელები და სულგუნები გამომართვა, შევთანხმდით, რომ მალე შევხვდებოდით და მე 6 დღით ბრაიტოში გავემგზავრე.

The Great Escape Festival

ბრაიტონი ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია, (იმათგან რაც მე მინახავს). ამის გარდა მას კიდევ ერთი განსაკუთრებულობა აქ – ის გეიების დედაქალაქია, სასტუმროს დაბრონვისას ყველას აწერია “Gay Friendly”, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ცისარტყელიანი დროშების გარდა მე ამ ქალაქს გეურის ვერაფერი შეუმჩნიე. ბრაიტონი დათვალიერების შემდეგ, რასაც სულ რაღაც 3 საათი დასჭირდა, დიდი სურვილი გამიჩნდა ჩამომეყვანა ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენლები და მათთვის მეჩვენებინა, თუ როგორ უნდა იყოს განვითარებული მუსიკალური კლუბების თუ საკონცერტო დარბაზების კულტურა ზღვისპირა ქალაქში (და არა გეი კულტურა), თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ზღვაში, ბოდიში ოკეანეში, ძირითადად არ შეისვლება, ისეთი სიცივეა, კლუბების რაოდენობა ბევრად აღემატება მოთხოვნას, მარა წაგებაში რატომღაც არავინაა. პირადად მე მოვდიოდი ფესტივალზე, რომელიც ამ პატარა ქალაქის 20 კლუბში, 3 დღის განმავლობაში საღამოს 6 დან ღამის 12 მდე ტარდებოდა, (კანონი კრძალავს ცოცხალი მუსიკის შესრულებას პირველი საათის მერე) 150 მა ბენდმა მოახერხა დაკვრა. დღისით ძალიან საინტერესო კონფერენციები ტარდებოდა, საკმაოდ აქტუალურ და უფრო საქმიან ტემებზე, მათი კონკრეტიკა მგონია ნაკლებდ საინტერესო იქნება თქვენთვის. ფესტივალზე დაპატიჟებული იყო ორასამდე დელეგატი, მოკლედ ქალაქი გადატენილი იყო ხალხით, კარგი მუსიკითა და ბევრი სასმელით. აღმოვაჩინე ინგლისელების უდიდესი სუსტი წერილი - მიდრეკლიება უფასო სასმელებისადმი. ფესტივალის დირექტორით დაწყებული, უბრალო კურიერით დამთავრებული ყველა მორბოდა Free Drink-ზე. სამწუხაროდ მე რომ დალევა მინდდება, რაც ძალიან იშვიათად ხდება, ეს ფრი დრინკები სადღაც ქრება . ასეთ სპეციალურად მოწყობილ საღამოზე ბევრად მეტი ადამიანების გაცნობა შეიძლება, ვიდრე თბილისში 1 წლის განმავლობაში გაიცნობ. აი ზუსტად პირველ მის მდაგვარზე დამემართა ის ზემოთნახსენები “პრომახი”. ბრაიტონის მუსიკალური ასოციაცია მიღებას აწყობდა დელეგატებისთვის, მე როგორც პირველი დალგატი საქართველოდან დიდი პატივით წარმადგინეს დამსწრე საზოგადოებას, MTV│2 თან ინტერვიუ ჩამაწერინეს, და ვინც კი შენობაში იყო გამაცნეს. ბატონმა ალანმა, ბრაიტონის მუსიკალოური საზოგადოების თავმჯდომარემ, ერთ მამაკაცების ჯგუფთან მიმიყვანა და მათი ჩემთვის არაფრის მთქმელი სახელები წარმოთქვა, რომელთაგან მხოლოდ ერთმა ეჭვი გამოიწვია, რადგან ის ნამეტანი მოწიწებით იყო წარმოთქმული – დარენ ემერსონი. მე თავს ვაქნევდი, “nice to meet you ”-ს ძახილით, მარა ეჭვი მაინც შემეპარა, მივხვდი, რომ ვიღაცა ვერ ვიცანი. ამ ხალხის გამოცნობაში ალანი და სიხა დამეხმარნენ. დარენ ემერსონზე სიხას sms მივწერე, ხომ არ იცი ვინაა თქო, და მამაჩემიო მომწერა, ნუ მეკაიფები თქო, და არაო, მაგ კაცის გამო დავიწყე მუსიკის წერაო, სასწრაფოდ კონტაქტები გამოართვიო... ნეტა “Underworld” მაინც ეთქვათ გაცნობისას, კონტაქტი ვერ ვიშოვე, კაცი წავიდა, მომენტიც ხელიდან გაფრინდა. აგრეთვე ვერ ვიცანი მიუზიკლ “მამა მიას” პროდიუსერი, და ჯორჯ მაიკლის ყოფილი პროდიუსერი, რომელსაც ოქროს CD უკიდია სახლში სიმღერისთვის “Jesus to a child”. ანდა საიდან უნდა მეცნო?! მეტი პრომახი თამამად მინდა ვთქვა არ მქონია. დავუბრნდები ფესტივალს, ყველა ჯგუფის მოსმენა შეუძლებელი იყო, ამიტომ ჩემთვის საინტერესო 20-30 ავირჩიე და შევეცადე ნახევარ ნახევარი გიგი მაინც მენახა. პირდაპირ დავიწყებ ბენდით Found, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა ამ ფესტივალზე: შოტლანდიური ელექტრო-ლაივ ფოლკ ბენდი, რომელიც რაღაც მომენტებში “Four Tet”ს მოგაგონებთ. მთელი გულით მინდოდა კიდევ დაეკრათ, მაგრამ ლიმიტი ლიმიტია. თუ გამიმართლა და თბილისში დავპატიჟე, გთხოვთ არ გამოტოვოთ და მოდით და მოისმინეთ, ეს თანამედროვე ბრიტანული მუსიკის ერთერთი საუკეთესო მაგალითია (www.myspace.com/foundtheband). ძალიან გამეხარდა მენახა რაომდენიმე ჯგუფი, რომელზდაც ლეიბლ სთორიში დამიწერია, მაგალითად “ღოუგჰ თრადე”ის 1990’ს (www.1990s.tv). ამ გლასგოელებმა ცეკვა რომ არ მოგანდომონ ძალიან გამიკვირდება, როგორც მათზე ერთმა გაზეთმა დაწერა, “ისინი ისევე უკრავენ როკენროლს, როგორც ქერა ლამაზი ქალი როლს-როისიდანო გადმოდის” ალბათ ეს კაცებს უკეთ ესმით... ფესტივალზე ბევრი სხვადასხვა ქვყნის წარმომადგენელი იყო: ამერიკული სექსტეტი “Annuals”, რომელიც ფისქოდელიურ ფოლკ პოპს უკრავდა (www.annualsmusic.com), ავსტრალიური ალტერნატიულ ფოლკ დუეტი “Angus & Julia Stone” (www.agnusandjuliastone.com), ისლანდიური “Benni Hemm Hemm” რომელსაც ფანტასტიური ბრას ბენდი, ლედ ზეპელინზე შეყვარებული დრამერი და განმაცვიფრებელი ბასისტი ყავს, რომელიც ბენის მიერ დაკრულ გიტარის აკორდებს ექოსავით იმეორებს, ასეთი ფოლკი ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს (www.bennihemmhemm.com). გერმანელ “Daniel Benjamin”-ზე ანოტაციაში ეწერა, მარტინ გრეჩი ძალიან იამაყებდაო მისი დაკრულითო – ანოტაციამ სრულიად გაამართლა, მას ფანტასიური ტექნიკა აქვს, და სრულიად არაა გასაკვირი, რომ უკვე მე15ე ქვეყანაში მართავს ტურს (www.myspace.com/danielbenjamin). არ შემიძლია არ ავღნიშნო ბრაზილიური ჯგუფი “Bonde do Role”, რომელსაც დომინო რეკორდსთან ააქვს კონტრაქტი მოწერილი. მუსიკა ძირითადად 80იანი და 90იანი როკის მიქსს მიმატებული ფანკი ბიტებია, და სექსუალური ქალის ვოკალი... (www.myspace.com/bondedorole). აგრეთვე ბრაზილიელ ცნობილ ჯგუფ “CSS”ის კონცერტზე მოსახვედრად, ბრაიტონის კველაზე დიდ დანს კლუბში 40 წუთიან რიგში ვიდექი, საბოლოოდ გაყინული, დაღლილი და დაქანცული კონცერტზე რომ შევედი, იმდენად არ მომეწონა, რომ გავბრუნდი და წამოვედი. თუმცა ყველა დანარჩენი ძალიან კმაყოფილი დარჩა. კიდევ ცნობილი ჯგუფებიდან The Magic Numbers” მოვისმინე, რომლებსაც მინი-პოპ-კლასიკური სიმღერები აქვთ, ვოკალისტი კაცით და ქალების ბევრი ბექვოკალებით, ბენდში 4 წევრია – 2 ქალი და 2 მამაკაცი, რომლებიც ერთმანეთის და ძმები არიან, მარა რომელი რომლის არ მახსოვს. (www.themagicnumbers.net). ძალიან ცნობილ ბრაიტონულ ჯგუფ “The Mccabees” ამჟამად პატარა პრობლემები შეექმნა, მათ ახალი ალბომი გამოუშვეს, და დისკების გაყიდვებით მეცხრე ადგილზე გავიდნენ ინგლისის მასშტაბით, და ეს სულ რაღაც 2 კვირაში, რაც ძალიან კარგი რეზულტატია, თუმცა მათმა დისტრიბუტერმა, კომპანიამ იუნივერსალ, თავის დროზე არ მიაწოდა ითუნეს მათი სიმღერები, და ამიტომ მათ მილიონები დაკარგეს... როგორც იტყვიან “მთელი ბრაიტონი ამაზე ლაპარაკობდა”. თავად ჯგუფი უცნაურ არტ პოპს უკრავს, თუმცა შეიძლება უცნაური სრულიადაც არაა, რადგან ეგერ მილიონებზეა საუბარი... (www.themaccabees.co.uk). დიდი აჟეოტაჟი გამოიწვია ჯგუფმა სახელწოდებით “YOURCODNAMEIS:MILO”, ჯერ მემგონი ყველას “Milo” ეგონა, მერე გაირკვა, რომ სხვები არიან, მაგრამ აჟეოტაჟი გაამართლეს, რომელიც რეალურად მათი თვითდაპროდიუსებული ახალი ალბომით “They came from the sun” იყო გამოწვეული. კიდევ რამოდეიმე ბენდი ვნახე, და სიმართლე გითხრათ, საკმაოდ დამწყდა გული, რომ დღეს დღეობით ამ მუსიკალურ ქვეყანაში თითქმის არაფერი საინტერესო და ახალი (Fresh) არ იქმნება. მთელმა ინგლისის 2 მა კვირამ ჩემთვის “მწვანე ოთახის” ანუ რებრენდინგის შედეგად ჩვენს მიერ “Green Room”ად წოდებულის ახალი ალბომის “The Last Minute of Terrorist”-ის ეგიდით ჩაიარა. მისი ხშირი მოსმენის შემდეგ ძალიან დიდი იმედი გამიჩნდა, რომ საქართველოში არსებობენ მუსიკოსები, რომელთაც შეუძლია საკმაოდ დიდი კონკურენცია გაუწიონ ძალიან ბევრ უცხოურ ჯგუფს. ალბომი მე იმიტომ მაქვს, რომ მათი მენეჯერი ვარ, და იმედებიც და გეგმებიც ამიტომ გამიჩნდა, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ოზონის ფესტივალზე გამოსულ ყოველ ბენდს ბევრად უფრო დიდი პოტენციალი და მუსიკალურობა გააჩნია, ვიდრე ბრაიტონულ ფესტივალზე მოსმენილი ბენდების უმეტესობას. (რაღაც ძალიან პატრიოტულ შემართებული ტექსტი იყო, ხო?) ამ ფესტივალზე კიდევ ორი აღსანიშნავი ფაქტი მოხდა. 1) დავესწარი Fat Boy Slim -ის Noman Cook - ის ინერვიუს, სადაც ის თავის ცოლზე გვეწუწუნა, თურმე დაშორებია თუ რაღაც ეგეთი, ცხოვრებისეული დეტალები გაგვანდო, და 2) ცოცხალი, ნამდვილი ზვიგენები ვნახე ბრაიტონის აკვარიუმში. საერთო ჯამში რომ მეკითხებიან, ანიჩკა, კმაყოფილი ხააარ? მე ფილოსოფიას ვიწყებ, ბრიტანული კულტურის მოსალოდნელი ჩავარდნის შესახებ, მარა მერე მეცინება, და ვფიქრობ რატომ ვიძაბები ნეტა... რასაკვირველია კმაყოფილი ვარ, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ბრაიტონიდან მანჩესტერში წავდი მეგობრების მოსანახულებლად, სადაც მუსიკალური ქუიზი მოვიგე, და იმ ბარის მაისურით და 1 ბოთლი ავსტრალიური ღვინით დამაჯილდოვეს. მერე მართალია ავტობუსში 5 საათიანი ჩანჩალის და ტრაფიკში დიდი ხნის გაჭედვის შემდეგ ლონდონში ჩავაღწიე, და ვერ ჩამოუსწარი “Groove Armada”ს ახალი ალბომის პრეზენტაციას, რაზეც საშინლად დამწყდა გული. ავიკელი სიხა, სადმე წავიდეთ თქო, თავად სიხა წინა დღით ცნობილი ლონდონელი დიჯეების “Secret Sundaze”ის საღამოზე იყო მიწვეული, და კარგი დროც ჰქონდა გატარებული და ყველაფერი ეზარებოდა. უდიდესი ძალისხმევისა და ჩამოტანილი სულგუნების დაყვედრების შედეგად მისი სახლიდან გამოთრევა მოხერხდა. ჯერ წავედით ქლაბ “Key”ში, სადაც საკმაოდ ცოტა ხალხი, და უფრო მოჩილაუტო მუსიკა დაგვხვდა, რაც არ მოგვეწონა, და ჩემი ბევრი ზუზუნის მერე კლუბ “Fabric”ში ამოვყავით თავი. აი ეს უნდა დაწვრილებით მოვყვე, იმიტომ რომ ასეთი მასშტაბური, მაგრამ მყუდრო და სასიამოვნო კლუბი ჯერ არ მინახავს. 3 ოთახი, სამივეში სხვადასხვა სტილის მუსიკა იკვრება, ხმის აპარატურა მემგონი იატაკშიცაა დამონტაჟებული, სადაც არ გავიხედე ყველგან დინამიკები ეკიდა. აღსანიშნავია კლუბის ტუალეტი, რომელშიც ქალის და კაცის ტუალეტი გაერთიანებულია, და უცნაური ფანტანის ტიპის ხელსაბანი აქვს, რომელიც აუცილებლად დაგამახსოვრდებათ. მუსიკას რაც ეხება იმ დღეს ჩალაბრია, Meat Katie, David Guetta და კიდევ ვიღაცეები უკრავდნენ. კარგი იყო აგრეთვე დრამენბეისის ოთახი, სადაც MC ყურში ჩაგვყვიროდა, და ყველა cool და great გავიძახდით. კიდევ რაც ძალიან მომეწონა - დიჯეის ბრეიქები და ჩავარდნები რომ ჰქონდა, მთელი ხალხი იატაკზე ჯდებოდა, ტაქტებს ითვლიდა, და მაღალი სიხშირეების გახსნის და გახშირებული ლუპის დამთავრების შემდეგ ყველა ისტერიულად ხტებოდა და ცეკვას აგრძელებდა. ამ დროს განათებაც მთელ ძალაზე ირთვებოდა, ეფექტი ძააალიან შთამბეჭდავი იყო - ძალიან ვისიამოვნე. გარეთ რომ გამოვედით დილის 7 საათი იყო, მეტროც ახალი გაღებული დაგვხვდა, და წყნარად და მშვიდად სახლამდეც ჩავაღწიეთ. მეორე შაბათს ჩემ ლონდონში მცხოვრებ მეგობარ თაკოს, ძალიან მოუნდა Ministry of Sound წასვლა. დაილოცოს მეტროებთან დარიგებული უფასო გაზეთები – კლუბის მეინ რუმში Deep Dishi უკრავდა და ბიგ ნეიმის მოსასმენად სიამოვნებიდ გავვარდი. კლუბი საკმაოდ სასაცილო სახელწოდების უბანში Elephant and castle -ზე მდებარეობს. აი რამდენადაც მომეწონა Fabric-ი იმდენად არ მომეწონა Ministry. როცა ლონდონელებმა მითხრეს ეს ტურისტული ადგილია და შენ არ მოგეწონებაო, ვერც კი წარმომედგინა რამდენად ტურისტული ადგილი იყო. 1 ბრიტანელი არ მინახავს, უდიდესი რაოდენობით ჩინელები, რატომღაც ბევრი ლიტველები, ხირვატები, რომლებიც მოდიან და გეუბნებიან “I am Italian” და ბევრი ზანგი. და კიდევ ის არ მომეწონა, რომ კლუბში მყოფთა 99% სრულიად შეურაცხადი, და ჩემის აზრით დოზაზე საჭიროდ დაექსტაზებული იყო. ერთადერთი კითხვა, რომელიც მე გარშემო მესმოდა იყო “Are you on pills?”, დაცვისაც კი არ ეშინოდათ, ისე ღიად და თამამად მიირთმვდნენ ამ ვირთხის წამალს, აბა ვინღა ჩადებს მაგაში ამფიტამინს. Deep Dishს არაუჭირდა, უბრალოდ მე ვერ ვარ ჰაუსის მოყვარული, ამ კლუბში საუნდი ბევრად უფრო ხმამაღალია ვიდრე Fabric-ში, მარა რაღაც ყველაფერი იმდეინად დიდია, რომ მყუდროება გერღვევა – ეს კლუბი გიგანტია. მარა მიუხედავად ზომებისა კლუბში ფანტასტიური ვენტილაციაა, რაც საზოგადოდ კლუბების დიდი პრობლემაა. კლუბიდან ძალიან ადრე წამოვედი, რადგანაც იქ ტანჯვას ძილი მერჩივნა, თუმცა ვერ დავიძინე, რადგან იმ უბანში სადაც ვცხოვრობდი მელიებმა საღამოს გასეირნება მოაწყვეს და ჩვენს ეზოში 2 დიდი და 5 პატარა მელია მთელი ღამე იჯდა და ყეფდა...
არ ვიცი რამდენად შევძელი გადმომეცა ის განწყობა რაც მქონდა იქ ყოფნისა და ჩამოსვლისას, იმიტომ რომ ეს განწყობა ეგრევე გამიქრა, რადგან სამსახურში დაბრუნებისთანავე, ახალი ჯოჯოხეთები დამხვედრეს, ასე რომ ჩემმა ორმა დასვენების კვირამაც ვერაფერს ვერ უშველა და შთაბეჭდილებებიც სადღაც გაქრა. მაპატიეთ თუ რამე ისე არაა რაა....

SVANSETY

Wednesday, February 18, 2009

ფესტივალი სვანსეტი მესტიაში 2007 წელს ჩავატარეთ. სექტემბრის 3 ვიქენდი დავდიოდით ავტობუსით - დიდი ტანჯვაა დამეთანხმეთ, 10 საათი ჯაყჯაყი, ხან ქვა დაგეცემა, ხან გზა ჩამოიშლება და ასე შემდეგ... მაგრამ ღირდა, აი ძალიან ღირდა. ჩვენ პირველებმა სვანეთში DJ-ები ჩავიყვანეთ და მესტიის კოშკებს "როკ" მუსიკა ვასმენინეთ - Green Mama, String, Zumba, DJ Bero, Mixo & Ciga.

მაგრაამ ასეთი ბუნება თუ გვქონდა... აი არ ვიცოდი რა... ძალიან ლამაზ ქვეყანაში ვცხოვრობთ...





















Svansety

ავტორი: ანიჩკა სიხარულიძე - for Ozoni

სად არ მოგვიწყვია კონცერტები – დარბაზებში, კლუბებში, პარკებში, ქუჩებში, მოედნებზე, ზღვაზე... მაგრამ არასდროს წარმომედგინა, რომ კონცერტს სვანეთში ჩავატარებდით, თან არაერთს, და თან წარმოუდგენლად წარმატებულს. საზოგადოდ, სვანეთი ბევრი ჩემნაირი თბილისელი არსებისთვის, რაღაც კარჩაკეტილი, საქართველოს ყველაზე მოშორებული, ქვა-კლდე-ყინულოვანი ნაწილია, სადაც ჩასვლა (ანუ ასვლა) დიდი პრობლემაა, სადაც ხალხს იტაცებენ, აყაჩაღებენ და სისხლის აღების წესი დღემდე აქტუალურია. არ დაიჯეროთ – ეს ყველაფერი ტყუილია, და ჩემდა გასაკვირად მითია! ერთადერთი რაც სვანეთზე მოსაყოლი ამბებიდან უსიამოვნო მოგონებებს მგვრის, პირველი გამგზავრებაა – 10-11 საათი გაუნძრევლად მარშრუტკაში ჯდომა, და ყოველ წამში “მალე ჩავალთ?” კითხვის მოსმენა ცოტა არ იყოს დამღლელია. თუმცა ეს მხოლოდ პირველად, მერე ეჩვევი და გსიამოვნებს კიდეც.

დავიწყებ იმით, რომ სვანეთის ისტორიაში პირველმა პრეცენდენტმა - როკ კონცერტმა და დიჯეი სეტმა და თან ღია ცის ქვეშ წარმატებულად ჩაიარა.

15 სექტემბერი – Green Mama და DJ Mixo (Louder)

სანამ უსუალოდ კონცერტის ამბებზე გადავალ, აუცილებლად უნდა მოგიყვეთ სვანეთში ჩვენი პირველი დღის შესახებ: პირველი ისაა, რომ ფესტივალის მასპინძელი აჩიკო გულედანი, სვანეთში ბოლოს 7 წლის ასაკში იყო, და ვინც არ შეხვდა, ყველამ ხარი დაუკლა. აჩიკოს სვანურ რახთან ბრძოლაც მოუხდა – ბრძოლა აჩიკოს გამარჯვებით დამთავრდა. მეორე ისაა რომ მწვანე ოთახის კლავიშნიკი ბექა აჩიკოს უახლოესი ნათესავი გამოდგა – აი რატომ გვიყვარდა ასე ერთმანეთიო, დაასკვნეს. მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენი რედაქტორი - სერგი გვარჯალაძისადმი სიყვარულმა გადაფარა. აღმოჩნდა, რომ სერგი და მისი გადაცემა კომუნიკატორი დღემდე ახსოვთ, და უყვართ. ეს სიყვარული (შენ რომ მაჩუქე აღარ მინდა) იმდენად ღრმა და გულწრფელი გამოდგა, რომ ჩვენმა მასპინძელმა, ემზარ მუშკუდიანმა სერგი სუფრაზე თამადად დანიშნა და ოჯახის ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი - საკარცხულის მახშვის სკამი აჩუქა...

კონცერტის წინ საკმაოდ ვნერვიულობდი, როგორ მიიღებდა სვანი მსმენელი მძიმე მუსიკას, გრეენ მამა საზოგადოდ, როგორც ხალხში ვამბობთ ხერხავს ხოლმე... დიჯეიზე კი საერთოდ მაკანკალებდა, ვიცოდი რომ მიქსო დაბსტეპის დაკვრას აპირებდა, რომელიც სვანეთში მართლა ჯერ არავის მოუსმენია. ვერ წარმოიდგენთ როგორ გამიკვირდა, როდესაც მესტიის ცენტრში, მიტოვებული ტურბაზის ეზოში, ნატურალური დეკორაციის - სვანური კოშკების ფონზე საგულდაგულოდ მოწყობილი სცენის წინ 300 კაცამდე შეიკრიბა, და დიდი მონდომებით უცდიდა კონცერტის დაწყებას. კონცერტის დასაწყისში ჯგუფმა “Green Mama” ქავერები დაუკრა. პროგრამა ძალიან კარგად იყო შერჩეული, ბიჭები ნელნელა გახურდნენ, და ჩემდა გასაკვირად, “Red Hot Chili Peppers” ის “Californication” ის სიმღერისას ხალხს რომ გადავხედე დავინახე - სიმღერა არა მარტო გაეგოთ არამედ ტექსტიც იცოდნენ. აი ამ დროს კი ამოვისუნთქე და დავმშვიდდი. პუბლიკამ როკი მიიღო. Mix'o-მ ბავშვები ააცეკვა, რომლებიც საკმაოდ აქტიურობდნენ და სცენაზე აძრომას ლამობდნენ.

22 სექტემბერი – ზუმბა და DJ Bero (Louder)

ზუმბას კონცერტზე გაცილებით ბევრი ხალხი მოვიდა, ტურბაზის ტერიტორიაზე ადგილი აღარ დარჩა. აქ არამარტო მესტიის მაცხოვრებლები არამედ გარშემო სოფლებიდან ხალხიც შემოგვემატა. ხო, არ დამავიწყდეს იმის თქმა, რომ სვანსეტის დროს, და მანამდეც ტურიზმი დეპარტამენტი სვანეთში იაფფასიან ტურებს ატარებდა, შეგეძლო წასულიყავი პარასკევს დილით, გეცხოვრა ულამაზეს მინდორზე კარვების ბანაკში, (რომელიც სხვათაშორის საკმაოდ კეთილმოწყობილი და “ევროპულ დონეზე” ორგანიზებული იყო) და კვირას დილით თბილისში დაბრუნებულიყავი. ამას ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ ბანაკის მაცხოვრებლები ძალიან დაგვეხმარენ სვანური მოსახლეობის აცეკვებაში. ზუმბას სვანეთში ყველა იცნობს, წელს მან უშგულში კონცერტი გამართა, არტ გენის ტურის დროს. სვანსეტის მეორე დღე სიმღერით “გამარჯობა აფხაზეთო” გახსნა და დახურა: გამეორება ცოდნის დედააო დაამატა. პუბლიკა სიმღერას დიდი ენთუზიაზმით მღეროდა. აგრეთვე კარგად იცოდნენ ზუმბას სიმღერები “ვაშლის გამყიდველო” და “ზუმბა ვარ და არცა ვმალავ”, რაც თავად ზაზა კორინთელსაც გაუკვირდა. ზუბას სცენიდან ჩამოსვლა ძალიან გაუჭირდა, რადგან თაყვანისცემელთა ჯარი დახვდა სცენის კიბეებთან ავტოგრაფის და სურათების გადაღების ხოვნით.
თუ ზუმბამ სვანეთი აამღერა – ბერომ სვანეთი ააცეკვა! ამჯერად უკვე მშობლებიც ცეკვავდნენ ბავშვებთან ერთად. დისკოთეკაზე ქცევის წესებთან დაკავსირებული პატარა კურსის ჩატარების შემდეგ დიჯეისთან პაუზების დროს ხალხი ხელებსაც მაღლა წევდა, ბას ბოჩკის შესვლებზე ჰაერში ხტებოდა და ტაშსაც დროულად უკრავდა.

29 სექტემბერი – String (Step Records) და DJ Ciga (Louder)

ისევ უამრავი ხალხი, ისევ კმაყოფილი სახეები, ისევ ფანტასტიკური ხედი სცენის უკან და ჯგუფი სტრინგი სცენაზე. ამ კონცერტზე ხალხის აქტიურობამ აპოგეას მიაღწია – სტრინგმა ჯერ საკუთარი სიმღერები იმღერა (სვანებს ბრიტ პოპიც ყვარებიათ), ხოლო როდესაც ყველასთვის კარგად ნაცნობმა საფეხბურთო ნაკრების ფან კლუბის ჰიმნმა – “ჩვენ ერთი გუნდი ვართ” გაიჟღერა, თავი სტადიონზე ეგონა. როდესაც იგივე სიმღერა მეორეჯერ ამღერეს და ასე 30 კაცი სცენაზე შემოემატა და მიკროფონში გაჰღნაოდა კარგად ნაცნობ სიტყვებს, დარწმუნებული ვარ სტრინგის ვოკალისტს, ქვინს – დათო ლომიძეს თავი უემბლის სტადიონის სცენაზე ეგონა! კონცერტი და მთლიანად ფესტივალი დიჯეი ციგამ დახურა, რომელმაც საბოლოდ შეაყვარა სვანებს ბრეიკ ბიტი.



პირადად ჩემგან ორ რამეს დავამატებ:
არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა ყველა მუსიკოსს, რომლებმაც ამ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა, მთელ ტექნიკურ პერსონალს და განსაკუთრებით ჩემ თანამშრომლებს – დათო ადუაშვილს, თოკა გელაშვილს, და ნიკა ზაუტაშვილს რომლებმაც ბევრი იმუშავეს, რომ ეს ფესტივალი გამოსულიყო. და კიდევ, მე შეყვარებული ვარ - სვანეთზე ლამაზი ადგილი მე არსად მინახავს. უფრო რომანტიკული რომ ვიყო, გეტყვით, რომ ამდენი ვარსკვლავი (ციური სხეული და არა “ესტრადის ვარსკვლავი”), ხეები, მთები და სოკოები (ისინი რომლებსაც საკვებში იყენებენ) ერთად არასდროს მინახავს. ასეთი გემრიელი საჭმელიც დიდი ხანია არ მიჭამია და ასეთი კარგი ხალხიც დიდი ხანია არ შემხვედრია. ჩემი შთაბეჭდილებების გაზიარება მაისფეისის მეშვეობით შემიძლია, სადაც კონცერტების სურათები და რამდენიმე ვიდეო დევს. ფესტივალის მისამართია: www.myspace.com/svansetfestival

ნარცისიზმი - ანუ მე მე და ისევ მე :)

ხოდა, ამბობენ დედისერთა ბავშვები ეგოისტები არიანო - და მააართალია. ეგოისტი ვარ! მიყვარ საკუთარი სურათები ხოლმე, ოღონდ რაც გავსუქდი კარგები არ გამოდის, და ვდარდობ, მაგრამ დარდი დიეტით და ვარჯიშით რომ შევცვალო აჯობებდა, უბრალოდ ნებისყოფა და დრო უნდა, დროც არ მაქვს და ზარმაციც ვარ, და ჭამა მიყვარს უზომოდ... მოკლედ აი ჩემი სურათები - остатки былой роскоши...



The Best Of...

ამ ვიდეოზე ვეცემით მთელი სასტავი - ნეტა რაზე მღერიან სინამდვილეში? - სამშობლოს სიყვარულზე? (c) სერგი

ჩემი ნათლული ელენე :)

Tuesday, February 17, 2009



ეს ჩემი ნათლული ელენეა - დედას ცხოვრება და სიხარული :) რომ მხედავს - ანა ნათლია რა მომიტანეო მეუბნება, და მინიმუმ კინდერით თუ არ დაასაჩუქრე არ მოდის და არ მკოცნის - გამწვრთნა ფაქტიურად, მაგამ მე მხოლოდ მიხარია იმიტომ, რომ უსაყვარლესი და უთბილესი გოგონაა...

ასე 3 საათის წინ ელენე დედამისის კომპიდან მიგზავნის სმაილიკებს - მეც ვუგზავნი, ვერთობით... მოვიდა დედამისი და მეთქი ანახე ბავშვს თავისი სურათები - ნახა... და ამბობს - რატომ ააქ ანა ნათლიას მეორე ნათლულს გულები და მე არა... მეც მინდაო :) შემიწუხდა გული ეგრევე მივახატეთ ვარსკვლავები და დაწყნარდა :) აი აააასე ... (c)რადიო 105



ჩემი ნათლული ანამოტო :)



ეს არის ჩემი პატარა უსაყვარლესი ნათლული ანამოტო :) დაიბადა 2009 წლის 6 იანვარს და ჩემი უახლოესი მეგობრის ჩიკომოტოს შვილია :)

 
Anichka and everyone around. Design by Pocket