Brighton UK

Thursday, February 19, 2009

ბრაიტონი - ინგლისის ზღვისპირა ქალაქი. ბოდიში - ოკეანისპირა. იქ სრულიად შემთხვევით მოვხვდი - მადლობა British Council-ს. 2007 წელს ბრაიტონში მეორე თანამედროვე მუსიკის ფესტივალი ჩატარდა სახელწოდებით The Great Escape სადაც ქართული თანამედროვე ინდი სცენის წარმომადგენალდ მიმიწვიეს. 3 დღე - 150მდე ბენდი, ძალიან ბევრი ხალხი და ძალიან კარგი მუსიკა. ამ ბრაიტონში წასვლაზე დიდი სტატია მაქვს დაწერილი ოზონისთვის, მოვძებნი და ჩავუმატებ ამ პოსტს მერე, მასში დაწვრილებით წერია ყველაფერი. (ადრე ოზონში ვწერდი - როდესაც არსებობდა, რეაღაც დღიურების ტიპის ჩანახატებს ჩემი მოგზაურობების შესახებ). ამ ეტაპზე უბრალოდ დავდებ სლაიდშოუს ჩემი მაისფეისიდან. გაისეირნეთ ჩემთან ერთად ბრიტანეთის გეების დედაქალაქში და გაერთეთ!



დიდი გაქცევა

ავტორი ანიჩკა სიხარულიძე - for Ozoni

შარშან დაწერილი სექტემბრის ნომრის სტატის შემდეგ აგერ უკვე მეოთხეჯერ წავედი დიად ბრიტანეთში. ძალიან ხშირად მეუბნებიან, შენ ლონდონში უფრო ხშირად დადიხარ, ვიდრე გორშიო... რა შუაშია გორი ამ შემთხვევაში ვერ ვხვდები, ალბათ მომავალი მუსიკალური ინდუსტრიის დედაქალაქად წარმოესახება ზოგიერთს, მაგრამ ჯერჯერობით ჩემი სამუშაოსა და მიზნებიდან გამომდინარე ლონდონი ერთერთი ყველაზე მიმზიდველი და საინტერესო ქალაქია. არსად რომც არ იარო, მეტროებთან გაზეთებს უფასოდ რომ არიგებენ, იმას გადაშლი და იმდენ ინფორმაციას ამოიკითხავ ადგილობრივე მუსიკოსებზე, ნუ ინფორმაციას რა,… სახელებს ამოიკითხავ და სად უკრავენ ამ კვირას – ართი სიტყვით აფიშას, და მერე ვინმე თუ გკითხავს იცით მუსიკოსი სახელად “ბლაბლაბლა”, სერიოზული სახით თავს დააქნევთ და იტყვით, I heard him playing in Egg yesterday night, did you?... ასეთ ფლიდობებს მთელი გულით ვცდილობ მოვერიდო, და არასოდეს არ მერიდება იმის თქმა თუ რაღაცა არ ვიცი, ამის გამო ერთხელ ჩვენმა რედაქტორმა გაბრაზებული ტონით ვიკიპედიას წაკითხვა მირჩია, და სანამ არ წაიკითხავო არ დაბრუნდეო, რასაც ჩემი გათვლებით 3 წელი დასჭირდება... :) თუმცა ერთი სერიოზული “პრომახი” დამემართა, და ეს კულტურული თავის დაქნევა რომ არა, არ ვიცი რა მოხდებოდა... მარა ყველაფერი რიგრიგობით. ინგლისში 15 მაისს გავიქეცი, ის წინა სტატიაში აღწერილი ჯოჯოხეთური პროექტი ახალი დამთავრებული იყო, რომ ჩემთვის სასიამოვნოდ და გასაკვირად “British Council”-ისგან მოწვევა და ნაწილობრივი დაფინანსება მივიღე ქალაქ ბრაიტონში მუსიკალურ ფესტივალზე The Great Escape” გასამგზავრენლად. დანარჩენი თანხები ჩემმა კომპანიამ გაიღო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემ დირექტორატს უღრმესი და უდიდესი მადლობა გადავუხადო. მადლობა ვიიის???? ;)) (ისე მერიდება და ვერ ვეტყვი )
სამსახურიდან როგორც ყოველთვის ღამის 12ზე მოსულმა, ჩანთების ჩალაგება ძლივს მოვასწარი და გავვარდი აეროპორტში. ერთ კითხვას დავსვავ, რატომ არის ეს ფრენები ასეთ უაზრო დროს? არ შეიძლება ადამიანმა ადამიანურად იცხოვროს? ისაო და დღისით ფრენა ძვირიაო, არ ვიცი არ ვიცი, გაიხსენეთ ბოლო ბილეთის ფასი, რაც თბილისიდან გაღწევაში გადაიხადეთ და მერე დააკვირდით იმ ქვეყანაში სადაც წვალებით ჩააღწიეთ სარეკლამო პლაკატებს, რომლებიც რაღაც წარმოუდგენელ სამოთხეს გპირდებიან, მაგალითად – ბარსელონა €15, ამსტერდამი €17... არ უნდა გასკდე გულზე?
ლონდონში ჩავედი დილის 10 საათზე, აეროპორტში ნიკა კაჩაროვი დამხვდა, და მისთვის საგულდაგულოდ შეფუთული და წამოღებული ჩურჩხელები და სულგუნები გამომართვა, შევთანხმდით, რომ მალე შევხვდებოდით და მე 6 დღით ბრაიტოში გავემგზავრე.

The Great Escape Festival

ბრაიტონი ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია, (იმათგან რაც მე მინახავს). ამის გარდა მას კიდევ ერთი განსაკუთრებულობა აქ – ის გეიების დედაქალაქია, სასტუმროს დაბრონვისას ყველას აწერია “Gay Friendly”, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ცისარტყელიანი დროშების გარდა მე ამ ქალაქს გეურის ვერაფერი შეუმჩნიე. ბრაიტონი დათვალიერების შემდეგ, რასაც სულ რაღაც 3 საათი დასჭირდა, დიდი სურვილი გამიჩნდა ჩამომეყვანა ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენლები და მათთვის მეჩვენებინა, თუ როგორ უნდა იყოს განვითარებული მუსიკალური კლუბების თუ საკონცერტო დარბაზების კულტურა ზღვისპირა ქალაქში (და არა გეი კულტურა), თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ზღვაში, ბოდიში ოკეანეში, ძირითადად არ შეისვლება, ისეთი სიცივეა, კლუბების რაოდენობა ბევრად აღემატება მოთხოვნას, მარა წაგებაში რატომღაც არავინაა. პირადად მე მოვდიოდი ფესტივალზე, რომელიც ამ პატარა ქალაქის 20 კლუბში, 3 დღის განმავლობაში საღამოს 6 დან ღამის 12 მდე ტარდებოდა, (კანონი კრძალავს ცოცხალი მუსიკის შესრულებას პირველი საათის მერე) 150 მა ბენდმა მოახერხა დაკვრა. დღისით ძალიან საინტერესო კონფერენციები ტარდებოდა, საკმაოდ აქტუალურ და უფრო საქმიან ტემებზე, მათი კონკრეტიკა მგონია ნაკლებდ საინტერესო იქნება თქვენთვის. ფესტივალზე დაპატიჟებული იყო ორასამდე დელეგატი, მოკლედ ქალაქი გადატენილი იყო ხალხით, კარგი მუსიკითა და ბევრი სასმელით. აღმოვაჩინე ინგლისელების უდიდესი სუსტი წერილი - მიდრეკლიება უფასო სასმელებისადმი. ფესტივალის დირექტორით დაწყებული, უბრალო კურიერით დამთავრებული ყველა მორბოდა Free Drink-ზე. სამწუხაროდ მე რომ დალევა მინდდება, რაც ძალიან იშვიათად ხდება, ეს ფრი დრინკები სადღაც ქრება . ასეთ სპეციალურად მოწყობილ საღამოზე ბევრად მეტი ადამიანების გაცნობა შეიძლება, ვიდრე თბილისში 1 წლის განმავლობაში გაიცნობ. აი ზუსტად პირველ მის მდაგვარზე დამემართა ის ზემოთნახსენები “პრომახი”. ბრაიტონის მუსიკალური ასოციაცია მიღებას აწყობდა დელეგატებისთვის, მე როგორც პირველი დალგატი საქართველოდან დიდი პატივით წარმადგინეს დამსწრე საზოგადოებას, MTV│2 თან ინტერვიუ ჩამაწერინეს, და ვინც კი შენობაში იყო გამაცნეს. ბატონმა ალანმა, ბრაიტონის მუსიკალოური საზოგადოების თავმჯდომარემ, ერთ მამაკაცების ჯგუფთან მიმიყვანა და მათი ჩემთვის არაფრის მთქმელი სახელები წარმოთქვა, რომელთაგან მხოლოდ ერთმა ეჭვი გამოიწვია, რადგან ის ნამეტანი მოწიწებით იყო წარმოთქმული – დარენ ემერსონი. მე თავს ვაქნევდი, “nice to meet you ”-ს ძახილით, მარა ეჭვი მაინც შემეპარა, მივხვდი, რომ ვიღაცა ვერ ვიცანი. ამ ხალხის გამოცნობაში ალანი და სიხა დამეხმარნენ. დარენ ემერსონზე სიხას sms მივწერე, ხომ არ იცი ვინაა თქო, და მამაჩემიო მომწერა, ნუ მეკაიფები თქო, და არაო, მაგ კაცის გამო დავიწყე მუსიკის წერაო, სასწრაფოდ კონტაქტები გამოართვიო... ნეტა “Underworld” მაინც ეთქვათ გაცნობისას, კონტაქტი ვერ ვიშოვე, კაცი წავიდა, მომენტიც ხელიდან გაფრინდა. აგრეთვე ვერ ვიცანი მიუზიკლ “მამა მიას” პროდიუსერი, და ჯორჯ მაიკლის ყოფილი პროდიუსერი, რომელსაც ოქროს CD უკიდია სახლში სიმღერისთვის “Jesus to a child”. ანდა საიდან უნდა მეცნო?! მეტი პრომახი თამამად მინდა ვთქვა არ მქონია. დავუბრნდები ფესტივალს, ყველა ჯგუფის მოსმენა შეუძლებელი იყო, ამიტომ ჩემთვის საინტერესო 20-30 ავირჩიე და შევეცადე ნახევარ ნახევარი გიგი მაინც მენახა. პირდაპირ დავიწყებ ბენდით Found, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა ამ ფესტივალზე: შოტლანდიური ელექტრო-ლაივ ფოლკ ბენდი, რომელიც რაღაც მომენტებში “Four Tet”ს მოგაგონებთ. მთელი გულით მინდოდა კიდევ დაეკრათ, მაგრამ ლიმიტი ლიმიტია. თუ გამიმართლა და თბილისში დავპატიჟე, გთხოვთ არ გამოტოვოთ და მოდით და მოისმინეთ, ეს თანამედროვე ბრიტანული მუსიკის ერთერთი საუკეთესო მაგალითია (www.myspace.com/foundtheband). ძალიან გამეხარდა მენახა რაომდენიმე ჯგუფი, რომელზდაც ლეიბლ სთორიში დამიწერია, მაგალითად “ღოუგჰ თრადე”ის 1990’ს (www.1990s.tv). ამ გლასგოელებმა ცეკვა რომ არ მოგანდომონ ძალიან გამიკვირდება, როგორც მათზე ერთმა გაზეთმა დაწერა, “ისინი ისევე უკრავენ როკენროლს, როგორც ქერა ლამაზი ქალი როლს-როისიდანო გადმოდის” ალბათ ეს კაცებს უკეთ ესმით... ფესტივალზე ბევრი სხვადასხვა ქვყნის წარმომადგენელი იყო: ამერიკული სექსტეტი “Annuals”, რომელიც ფისქოდელიურ ფოლკ პოპს უკრავდა (www.annualsmusic.com), ავსტრალიური ალტერნატიულ ფოლკ დუეტი “Angus & Julia Stone” (www.agnusandjuliastone.com), ისლანდიური “Benni Hemm Hemm” რომელსაც ფანტასტიური ბრას ბენდი, ლედ ზეპელინზე შეყვარებული დრამერი და განმაცვიფრებელი ბასისტი ყავს, რომელიც ბენის მიერ დაკრულ გიტარის აკორდებს ექოსავით იმეორებს, ასეთი ფოლკი ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს (www.bennihemmhemm.com). გერმანელ “Daniel Benjamin”-ზე ანოტაციაში ეწერა, მარტინ გრეჩი ძალიან იამაყებდაო მისი დაკრულითო – ანოტაციამ სრულიად გაამართლა, მას ფანტასიური ტექნიკა აქვს, და სრულიად არაა გასაკვირი, რომ უკვე მე15ე ქვეყანაში მართავს ტურს (www.myspace.com/danielbenjamin). არ შემიძლია არ ავღნიშნო ბრაზილიური ჯგუფი “Bonde do Role”, რომელსაც დომინო რეკორდსთან ააქვს კონტრაქტი მოწერილი. მუსიკა ძირითადად 80იანი და 90იანი როკის მიქსს მიმატებული ფანკი ბიტებია, და სექსუალური ქალის ვოკალი... (www.myspace.com/bondedorole). აგრეთვე ბრაზილიელ ცნობილ ჯგუფ “CSS”ის კონცერტზე მოსახვედრად, ბრაიტონის კველაზე დიდ დანს კლუბში 40 წუთიან რიგში ვიდექი, საბოლოოდ გაყინული, დაღლილი და დაქანცული კონცერტზე რომ შევედი, იმდენად არ მომეწონა, რომ გავბრუნდი და წამოვედი. თუმცა ყველა დანარჩენი ძალიან კმაყოფილი დარჩა. კიდევ ცნობილი ჯგუფებიდან The Magic Numbers” მოვისმინე, რომლებსაც მინი-პოპ-კლასიკური სიმღერები აქვთ, ვოკალისტი კაცით და ქალების ბევრი ბექვოკალებით, ბენდში 4 წევრია – 2 ქალი და 2 მამაკაცი, რომლებიც ერთმანეთის და ძმები არიან, მარა რომელი რომლის არ მახსოვს. (www.themagicnumbers.net). ძალიან ცნობილ ბრაიტონულ ჯგუფ “The Mccabees” ამჟამად პატარა პრობლემები შეექმნა, მათ ახალი ალბომი გამოუშვეს, და დისკების გაყიდვებით მეცხრე ადგილზე გავიდნენ ინგლისის მასშტაბით, და ეს სულ რაღაც 2 კვირაში, რაც ძალიან კარგი რეზულტატია, თუმცა მათმა დისტრიბუტერმა, კომპანიამ იუნივერსალ, თავის დროზე არ მიაწოდა ითუნეს მათი სიმღერები, და ამიტომ მათ მილიონები დაკარგეს... როგორც იტყვიან “მთელი ბრაიტონი ამაზე ლაპარაკობდა”. თავად ჯგუფი უცნაურ არტ პოპს უკრავს, თუმცა შეიძლება უცნაური სრულიადაც არაა, რადგან ეგერ მილიონებზეა საუბარი... (www.themaccabees.co.uk). დიდი აჟეოტაჟი გამოიწვია ჯგუფმა სახელწოდებით “YOURCODNAMEIS:MILO”, ჯერ მემგონი ყველას “Milo” ეგონა, მერე გაირკვა, რომ სხვები არიან, მაგრამ აჟეოტაჟი გაამართლეს, რომელიც რეალურად მათი თვითდაპროდიუსებული ახალი ალბომით “They came from the sun” იყო გამოწვეული. კიდევ რამოდეიმე ბენდი ვნახე, და სიმართლე გითხრათ, საკმაოდ დამწყდა გული, რომ დღეს დღეობით ამ მუსიკალურ ქვეყანაში თითქმის არაფერი საინტერესო და ახალი (Fresh) არ იქმნება. მთელმა ინგლისის 2 მა კვირამ ჩემთვის “მწვანე ოთახის” ანუ რებრენდინგის შედეგად ჩვენს მიერ “Green Room”ად წოდებულის ახალი ალბომის “The Last Minute of Terrorist”-ის ეგიდით ჩაიარა. მისი ხშირი მოსმენის შემდეგ ძალიან დიდი იმედი გამიჩნდა, რომ საქართველოში არსებობენ მუსიკოსები, რომელთაც შეუძლია საკმაოდ დიდი კონკურენცია გაუწიონ ძალიან ბევრ უცხოურ ჯგუფს. ალბომი მე იმიტომ მაქვს, რომ მათი მენეჯერი ვარ, და იმედებიც და გეგმებიც ამიტომ გამიჩნდა, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ოზონის ფესტივალზე გამოსულ ყოველ ბენდს ბევრად უფრო დიდი პოტენციალი და მუსიკალურობა გააჩნია, ვიდრე ბრაიტონულ ფესტივალზე მოსმენილი ბენდების უმეტესობას. (რაღაც ძალიან პატრიოტულ შემართებული ტექსტი იყო, ხო?) ამ ფესტივალზე კიდევ ორი აღსანიშნავი ფაქტი მოხდა. 1) დავესწარი Fat Boy Slim -ის Noman Cook - ის ინერვიუს, სადაც ის თავის ცოლზე გვეწუწუნა, თურმე დაშორებია თუ რაღაც ეგეთი, ცხოვრებისეული დეტალები გაგვანდო, და 2) ცოცხალი, ნამდვილი ზვიგენები ვნახე ბრაიტონის აკვარიუმში. საერთო ჯამში რომ მეკითხებიან, ანიჩკა, კმაყოფილი ხააარ? მე ფილოსოფიას ვიწყებ, ბრიტანული კულტურის მოსალოდნელი ჩავარდნის შესახებ, მარა მერე მეცინება, და ვფიქრობ რატომ ვიძაბები ნეტა... რასაკვირველია კმაყოფილი ვარ, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ბრაიტონიდან მანჩესტერში წავდი მეგობრების მოსანახულებლად, სადაც მუსიკალური ქუიზი მოვიგე, და იმ ბარის მაისურით და 1 ბოთლი ავსტრალიური ღვინით დამაჯილდოვეს. მერე მართალია ავტობუსში 5 საათიანი ჩანჩალის და ტრაფიკში დიდი ხნის გაჭედვის შემდეგ ლონდონში ჩავაღწიე, და ვერ ჩამოუსწარი “Groove Armada”ს ახალი ალბომის პრეზენტაციას, რაზეც საშინლად დამწყდა გული. ავიკელი სიხა, სადმე წავიდეთ თქო, თავად სიხა წინა დღით ცნობილი ლონდონელი დიჯეების “Secret Sundaze”ის საღამოზე იყო მიწვეული, და კარგი დროც ჰქონდა გატარებული და ყველაფერი ეზარებოდა. უდიდესი ძალისხმევისა და ჩამოტანილი სულგუნების დაყვედრების შედეგად მისი სახლიდან გამოთრევა მოხერხდა. ჯერ წავედით ქლაბ “Key”ში, სადაც საკმაოდ ცოტა ხალხი, და უფრო მოჩილაუტო მუსიკა დაგვხვდა, რაც არ მოგვეწონა, და ჩემი ბევრი ზუზუნის მერე კლუბ “Fabric”ში ამოვყავით თავი. აი ეს უნდა დაწვრილებით მოვყვე, იმიტომ რომ ასეთი მასშტაბური, მაგრამ მყუდრო და სასიამოვნო კლუბი ჯერ არ მინახავს. 3 ოთახი, სამივეში სხვადასხვა სტილის მუსიკა იკვრება, ხმის აპარატურა მემგონი იატაკშიცაა დამონტაჟებული, სადაც არ გავიხედე ყველგან დინამიკები ეკიდა. აღსანიშნავია კლუბის ტუალეტი, რომელშიც ქალის და კაცის ტუალეტი გაერთიანებულია, და უცნაური ფანტანის ტიპის ხელსაბანი აქვს, რომელიც აუცილებლად დაგამახსოვრდებათ. მუსიკას რაც ეხება იმ დღეს ჩალაბრია, Meat Katie, David Guetta და კიდევ ვიღაცეები უკრავდნენ. კარგი იყო აგრეთვე დრამენბეისის ოთახი, სადაც MC ყურში ჩაგვყვიროდა, და ყველა cool და great გავიძახდით. კიდევ რაც ძალიან მომეწონა - დიჯეის ბრეიქები და ჩავარდნები რომ ჰქონდა, მთელი ხალხი იატაკზე ჯდებოდა, ტაქტებს ითვლიდა, და მაღალი სიხშირეების გახსნის და გახშირებული ლუპის დამთავრების შემდეგ ყველა ისტერიულად ხტებოდა და ცეკვას აგრძელებდა. ამ დროს განათებაც მთელ ძალაზე ირთვებოდა, ეფექტი ძააალიან შთამბეჭდავი იყო - ძალიან ვისიამოვნე. გარეთ რომ გამოვედით დილის 7 საათი იყო, მეტროც ახალი გაღებული დაგვხვდა, და წყნარად და მშვიდად სახლამდეც ჩავაღწიეთ. მეორე შაბათს ჩემ ლონდონში მცხოვრებ მეგობარ თაკოს, ძალიან მოუნდა Ministry of Sound წასვლა. დაილოცოს მეტროებთან დარიგებული უფასო გაზეთები – კლუბის მეინ რუმში Deep Dishi უკრავდა და ბიგ ნეიმის მოსასმენად სიამოვნებიდ გავვარდი. კლუბი საკმაოდ სასაცილო სახელწოდების უბანში Elephant and castle -ზე მდებარეობს. აი რამდენადაც მომეწონა Fabric-ი იმდენად არ მომეწონა Ministry. როცა ლონდონელებმა მითხრეს ეს ტურისტული ადგილია და შენ არ მოგეწონებაო, ვერც კი წარმომედგინა რამდენად ტურისტული ადგილი იყო. 1 ბრიტანელი არ მინახავს, უდიდესი რაოდენობით ჩინელები, რატომღაც ბევრი ლიტველები, ხირვატები, რომლებიც მოდიან და გეუბნებიან “I am Italian” და ბევრი ზანგი. და კიდევ ის არ მომეწონა, რომ კლუბში მყოფთა 99% სრულიად შეურაცხადი, და ჩემის აზრით დოზაზე საჭიროდ დაექსტაზებული იყო. ერთადერთი კითხვა, რომელიც მე გარშემო მესმოდა იყო “Are you on pills?”, დაცვისაც კი არ ეშინოდათ, ისე ღიად და თამამად მიირთმვდნენ ამ ვირთხის წამალს, აბა ვინღა ჩადებს მაგაში ამფიტამინს. Deep Dishს არაუჭირდა, უბრალოდ მე ვერ ვარ ჰაუსის მოყვარული, ამ კლუბში საუნდი ბევრად უფრო ხმამაღალია ვიდრე Fabric-ში, მარა რაღაც ყველაფერი იმდეინად დიდია, რომ მყუდროება გერღვევა – ეს კლუბი გიგანტია. მარა მიუხედავად ზომებისა კლუბში ფანტასტიური ვენტილაციაა, რაც საზოგადოდ კლუბების დიდი პრობლემაა. კლუბიდან ძალიან ადრე წამოვედი, რადგანაც იქ ტანჯვას ძილი მერჩივნა, თუმცა ვერ დავიძინე, რადგან იმ უბანში სადაც ვცხოვრობდი მელიებმა საღამოს გასეირნება მოაწყვეს და ჩვენს ეზოში 2 დიდი და 5 პატარა მელია მთელი ღამე იჯდა და ყეფდა...
არ ვიცი რამდენად შევძელი გადმომეცა ის განწყობა რაც მქონდა იქ ყოფნისა და ჩამოსვლისას, იმიტომ რომ ეს განწყობა ეგრევე გამიქრა, რადგან სამსახურში დაბრუნებისთანავე, ახალი ჯოჯოხეთები დამხვედრეს, ასე რომ ჩემმა ორმა დასვენების კვირამაც ვერაფერს ვერ უშველა და შთაბეჭდილებებიც სადღაც გაქრა. მაპატიეთ თუ რამე ისე არაა რაა....

0 comments:

Post a Comment

 
Anichka and everyone around. Design by Pocket