რატომ და რისთვის გავაკეთე ბლოგი

Tuesday, February 17, 2009

არასოდეს გამიეკთებია ბლოგი, არც არასოდეს მიფიქრია ბლოგის გაკეთება, სოციალურიც არ ვარ დიდად და კაი ზარმაციც ვარ, იდეებს რა გამოლევს მარა ხომ გინდა დაჯდე, დაწერო, მოახერხო რაღაცეები, მარა ნუ ჰა :) არც ეხლა ვარ დარწმუნებული, რომ ინფორმაციულად და შინაარსობრივად საინტერესო და განუმეორებელი ბლოგი გამომოივა ტოპ რეიტინგების იმედი არც მაქვს და ასე შემდეგ, მარა მგონია, რომ საკმაოდ საინტერესო ცხოვრება მაქვს, (ზოგჯერ) და არის მომენტები რომლის გამოხატვა მინდა ხოლმე და მეგობრებს ხომ არ გავუბურღავ ყოველ საღამოს ტვინს (ისედაც არ ვაკლებ საცოდავებს)... დავწერ აქ და თუ ვინმეს მოუნდა წაიკითხავს,არ მოუნდება არ წაიკითხავს, მთავარია მე ხომ დავწერ :)

ა და კიდე ერთი მიზეზი - Nokia N75 - და ნოკიას lifeblog - დავასინქრონე და მივხვდი - განძები მაქ ხელში - მემუარების წერის დროა :) გამოვაქვეყნოთ ვიწრო კულუარული სურათები :)

მოკლედ მოდას აყოლილ ხალხს რა გამოლევს, მეც ასეთი გამოვდექი და გადავწყვიტე დავემატო ამხელა ბლოგერების ამალას და გადმოვცე თითქმის ყველაფერი რაც ჩემს გარშემო ხდება...

welcome to my world ლეიდიზ ენდ ჯენტელმენ :)

3 comments:

Lalena said...

მოდას აყოლილ ხალხს რა გამოლევს
ჭეშმარიტად!

არც ისე ადრე მე იმიტომ გავაკეთე, რომ მეწუწუნებოდა და შევჭამე ხალხი, ხოდა ჩემი ბლოგი არ მეუბნება მსგავს და ბედნიერი ვარ :)))

ხოოოდა კიდე, ველქამ :)

Anichka Sikharulidze said...

გაიხარე და მადლობა კომენტისთვის :) ვიმეგობროთ :)

indievidi said...

and the bloggers welcome U, Anichka! : ) სასიამოვნოა შენი აქ ნახვა, იმედია არ მოიწყენ : )

Post a Comment

 
Anichka and everyone around. Design by Pocket