Happy Birthday Anichka :)

Monday, February 23, 2009

დაბ დღე მაქვს :) დავბერდი - და ტეხავს ცოტათი. არ შეგიმჩნევიათ? რაც უფრო იზრდები, მით უფრო აღარ გიხარია დაბადების დღე... ბოლო 5 წლის განმავლობაშ პირველად ვარ თბილისში ჩემ დაბადების დღეზე... და უცნაურია :)

რამოდენიმე მეგობარს მოვკიდებ დღეს ხელს და წავიყვან ჩემს მიერ უკვე ყველგან ნაქებ "მასპინძელოში" - ხალხო ამაზე გმერიელი ხინკალი თბილისში არ არის, ქაბაბი პირში დნება, და უმაგრესი შემწვარი კართოფილი და მწვადი აქვთ... (პრ ში დისკაუნტს მოვითხოვ)!!!

ჭამა კაია მარა აი სულიერება სადაა? გაქრაა? იმედია არა :) არაა ეს დღე ისეთი, როგორსაც ვინატრებდი - ალბათ ჯერ არ დამდგარა ამის დრო, არ ვიცი ოპტიმისტი ვარ და მიმაჩნია რომ ჩემს ქუჩაზეც ჩაივლის პრიანიკებით დატვირთული მანქანა (c) მამაჩემი...

Manchester UK

Thursday, February 19, 2009

კიიდევ ერთი სლაიდშოუ ტექსტის გარეშე :) ეგდოს რა...

London UK

ლონდონოოო... ჩემოო ოცნების ქალაქოოო...
არმინდააა უშენოდ ყოფნა არაააოოოოო (უზუსტობა ტექსტში)
იცოდეეეე აქამდე რაც მიმღერიააააა
შენიააა ყველა სიმღერააა შეენიააააა... (c) ვინ მღეროდა ამას? თან თბილისზე?

Brighton UK

ბრაიტონი - ინგლისის ზღვისპირა ქალაქი. ბოდიში - ოკეანისპირა. იქ სრულიად შემთხვევით მოვხვდი - მადლობა British Council-ს. 2007 წელს ბრაიტონში მეორე თანამედროვე მუსიკის ფესტივალი ჩატარდა სახელწოდებით The Great Escape სადაც ქართული თანამედროვე ინდი სცენის წარმომადგენალდ მიმიწვიეს. 3 დღე - 150მდე ბენდი, ძალიან ბევრი ხალხი და ძალიან კარგი მუსიკა. ამ ბრაიტონში წასვლაზე დიდი სტატია მაქვს დაწერილი ოზონისთვის, მოვძებნი და ჩავუმატებ ამ პოსტს მერე, მასში დაწვრილებით წერია ყველაფერი. (ადრე ოზონში ვწერდი - როდესაც არსებობდა, რეაღაც დღიურების ტიპის ჩანახატებს ჩემი მოგზაურობების შესახებ). ამ ეტაპზე უბრალოდ დავდებ სლაიდშოუს ჩემი მაისფეისიდან. გაისეირნეთ ჩემთან ერთად ბრიტანეთის გეების დედაქალაქში და გაერთეთ!



დიდი გაქცევა

ავტორი ანიჩკა სიხარულიძე - for Ozoni

შარშან დაწერილი სექტემბრის ნომრის სტატის შემდეგ აგერ უკვე მეოთხეჯერ წავედი დიად ბრიტანეთში. ძალიან ხშირად მეუბნებიან, შენ ლონდონში უფრო ხშირად დადიხარ, ვიდრე გორშიო... რა შუაშია გორი ამ შემთხვევაში ვერ ვხვდები, ალბათ მომავალი მუსიკალური ინდუსტრიის დედაქალაქად წარმოესახება ზოგიერთს, მაგრამ ჯერჯერობით ჩემი სამუშაოსა და მიზნებიდან გამომდინარე ლონდონი ერთერთი ყველაზე მიმზიდველი და საინტერესო ქალაქია. არსად რომც არ იარო, მეტროებთან გაზეთებს უფასოდ რომ არიგებენ, იმას გადაშლი და იმდენ ინფორმაციას ამოიკითხავ ადგილობრივე მუსიკოსებზე, ნუ ინფორმაციას რა,… სახელებს ამოიკითხავ და სად უკრავენ ამ კვირას – ართი სიტყვით აფიშას, და მერე ვინმე თუ გკითხავს იცით მუსიკოსი სახელად “ბლაბლაბლა”, სერიოზული სახით თავს დააქნევთ და იტყვით, I heard him playing in Egg yesterday night, did you?... ასეთ ფლიდობებს მთელი გულით ვცდილობ მოვერიდო, და არასოდეს არ მერიდება იმის თქმა თუ რაღაცა არ ვიცი, ამის გამო ერთხელ ჩვენმა რედაქტორმა გაბრაზებული ტონით ვიკიპედიას წაკითხვა მირჩია, და სანამ არ წაიკითხავო არ დაბრუნდეო, რასაც ჩემი გათვლებით 3 წელი დასჭირდება... :) თუმცა ერთი სერიოზული “პრომახი” დამემართა, და ეს კულტურული თავის დაქნევა რომ არა, არ ვიცი რა მოხდებოდა... მარა ყველაფერი რიგრიგობით. ინგლისში 15 მაისს გავიქეცი, ის წინა სტატიაში აღწერილი ჯოჯოხეთური პროექტი ახალი დამთავრებული იყო, რომ ჩემთვის სასიამოვნოდ და გასაკვირად “British Council”-ისგან მოწვევა და ნაწილობრივი დაფინანსება მივიღე ქალაქ ბრაიტონში მუსიკალურ ფესტივალზე The Great Escape” გასამგზავრენლად. დანარჩენი თანხები ჩემმა კომპანიამ გაიღო. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემ დირექტორატს უღრმესი და უდიდესი მადლობა გადავუხადო. მადლობა ვიიის???? ;)) (ისე მერიდება და ვერ ვეტყვი )
სამსახურიდან როგორც ყოველთვის ღამის 12ზე მოსულმა, ჩანთების ჩალაგება ძლივს მოვასწარი და გავვარდი აეროპორტში. ერთ კითხვას დავსვავ, რატომ არის ეს ფრენები ასეთ უაზრო დროს? არ შეიძლება ადამიანმა ადამიანურად იცხოვროს? ისაო და დღისით ფრენა ძვირიაო, არ ვიცი არ ვიცი, გაიხსენეთ ბოლო ბილეთის ფასი, რაც თბილისიდან გაღწევაში გადაიხადეთ და მერე დააკვირდით იმ ქვეყანაში სადაც წვალებით ჩააღწიეთ სარეკლამო პლაკატებს, რომლებიც რაღაც წარმოუდგენელ სამოთხეს გპირდებიან, მაგალითად – ბარსელონა €15, ამსტერდამი €17... არ უნდა გასკდე გულზე?
ლონდონში ჩავედი დილის 10 საათზე, აეროპორტში ნიკა კაჩაროვი დამხვდა, და მისთვის საგულდაგულოდ შეფუთული და წამოღებული ჩურჩხელები და სულგუნები გამომართვა, შევთანხმდით, რომ მალე შევხვდებოდით და მე 6 დღით ბრაიტოში გავემგზავრე.

The Great Escape Festival

ბრაიტონი ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქია, (იმათგან რაც მე მინახავს). ამის გარდა მას კიდევ ერთი განსაკუთრებულობა აქ – ის გეიების დედაქალაქია, სასტუმროს დაბრონვისას ყველას აწერია “Gay Friendly”, მაგრამ სიმართლე გითხრათ, ცისარტყელიანი დროშების გარდა მე ამ ქალაქს გეურის ვერაფერი შეუმჩნიე. ბრაიტონი დათვალიერების შემდეგ, რასაც სულ რაღაც 3 საათი დასჭირდა, დიდი სურვილი გამიჩნდა ჩამომეყვანა ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენლები და მათთვის მეჩვენებინა, თუ როგორ უნდა იყოს განვითარებული მუსიკალური კლუბების თუ საკონცერტო დარბაზების კულტურა ზღვისპირა ქალაქში (და არა გეი კულტურა), თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ზღვაში, ბოდიში ოკეანეში, ძირითადად არ შეისვლება, ისეთი სიცივეა, კლუბების რაოდენობა ბევრად აღემატება მოთხოვნას, მარა წაგებაში რატომღაც არავინაა. პირადად მე მოვდიოდი ფესტივალზე, რომელიც ამ პატარა ქალაქის 20 კლუბში, 3 დღის განმავლობაში საღამოს 6 დან ღამის 12 მდე ტარდებოდა, (კანონი კრძალავს ცოცხალი მუსიკის შესრულებას პირველი საათის მერე) 150 მა ბენდმა მოახერხა დაკვრა. დღისით ძალიან საინტერესო კონფერენციები ტარდებოდა, საკმაოდ აქტუალურ და უფრო საქმიან ტემებზე, მათი კონკრეტიკა მგონია ნაკლებდ საინტერესო იქნება თქვენთვის. ფესტივალზე დაპატიჟებული იყო ორასამდე დელეგატი, მოკლედ ქალაქი გადატენილი იყო ხალხით, კარგი მუსიკითა და ბევრი სასმელით. აღმოვაჩინე ინგლისელების უდიდესი სუსტი წერილი - მიდრეკლიება უფასო სასმელებისადმი. ფესტივალის დირექტორით დაწყებული, უბრალო კურიერით დამთავრებული ყველა მორბოდა Free Drink-ზე. სამწუხაროდ მე რომ დალევა მინდდება, რაც ძალიან იშვიათად ხდება, ეს ფრი დრინკები სადღაც ქრება . ასეთ სპეციალურად მოწყობილ საღამოზე ბევრად მეტი ადამიანების გაცნობა შეიძლება, ვიდრე თბილისში 1 წლის განმავლობაში გაიცნობ. აი ზუსტად პირველ მის მდაგვარზე დამემართა ის ზემოთნახსენები “პრომახი”. ბრაიტონის მუსიკალური ასოციაცია მიღებას აწყობდა დელეგატებისთვის, მე როგორც პირველი დალგატი საქართველოდან დიდი პატივით წარმადგინეს დამსწრე საზოგადოებას, MTV│2 თან ინტერვიუ ჩამაწერინეს, და ვინც კი შენობაში იყო გამაცნეს. ბატონმა ალანმა, ბრაიტონის მუსიკალოური საზოგადოების თავმჯდომარემ, ერთ მამაკაცების ჯგუფთან მიმიყვანა და მათი ჩემთვის არაფრის მთქმელი სახელები წარმოთქვა, რომელთაგან მხოლოდ ერთმა ეჭვი გამოიწვია, რადგან ის ნამეტანი მოწიწებით იყო წარმოთქმული – დარენ ემერსონი. მე თავს ვაქნევდი, “nice to meet you ”-ს ძახილით, მარა ეჭვი მაინც შემეპარა, მივხვდი, რომ ვიღაცა ვერ ვიცანი. ამ ხალხის გამოცნობაში ალანი და სიხა დამეხმარნენ. დარენ ემერსონზე სიხას sms მივწერე, ხომ არ იცი ვინაა თქო, და მამაჩემიო მომწერა, ნუ მეკაიფები თქო, და არაო, მაგ კაცის გამო დავიწყე მუსიკის წერაო, სასწრაფოდ კონტაქტები გამოართვიო... ნეტა “Underworld” მაინც ეთქვათ გაცნობისას, კონტაქტი ვერ ვიშოვე, კაცი წავიდა, მომენტიც ხელიდან გაფრინდა. აგრეთვე ვერ ვიცანი მიუზიკლ “მამა მიას” პროდიუსერი, და ჯორჯ მაიკლის ყოფილი პროდიუსერი, რომელსაც ოქროს CD უკიდია სახლში სიმღერისთვის “Jesus to a child”. ანდა საიდან უნდა მეცნო?! მეტი პრომახი თამამად მინდა ვთქვა არ მქონია. დავუბრნდები ფესტივალს, ყველა ჯგუფის მოსმენა შეუძლებელი იყო, ამიტომ ჩემთვის საინტერესო 20-30 ავირჩიე და შევეცადე ნახევარ ნახევარი გიგი მაინც მენახა. პირდაპირ დავიწყებ ბენდით Found, რომელიც ყველაზე მეტად მომეწონა ამ ფესტივალზე: შოტლანდიური ელექტრო-ლაივ ფოლკ ბენდი, რომელიც რაღაც მომენტებში “Four Tet”ს მოგაგონებთ. მთელი გულით მინდოდა კიდევ დაეკრათ, მაგრამ ლიმიტი ლიმიტია. თუ გამიმართლა და თბილისში დავპატიჟე, გთხოვთ არ გამოტოვოთ და მოდით და მოისმინეთ, ეს თანამედროვე ბრიტანული მუსიკის ერთერთი საუკეთესო მაგალითია (www.myspace.com/foundtheband). ძალიან გამეხარდა მენახა რაომდენიმე ჯგუფი, რომელზდაც ლეიბლ სთორიში დამიწერია, მაგალითად “ღოუგჰ თრადე”ის 1990’ს (www.1990s.tv). ამ გლასგოელებმა ცეკვა რომ არ მოგანდომონ ძალიან გამიკვირდება, როგორც მათზე ერთმა გაზეთმა დაწერა, “ისინი ისევე უკრავენ როკენროლს, როგორც ქერა ლამაზი ქალი როლს-როისიდანო გადმოდის” ალბათ ეს კაცებს უკეთ ესმით... ფესტივალზე ბევრი სხვადასხვა ქვყნის წარმომადგენელი იყო: ამერიკული სექსტეტი “Annuals”, რომელიც ფისქოდელიურ ფოლკ პოპს უკრავდა (www.annualsmusic.com), ავსტრალიური ალტერნატიულ ფოლკ დუეტი “Angus & Julia Stone” (www.agnusandjuliastone.com), ისლანდიური “Benni Hemm Hemm” რომელსაც ფანტასტიური ბრას ბენდი, ლედ ზეპელინზე შეყვარებული დრამერი და განმაცვიფრებელი ბასისტი ყავს, რომელიც ბენის მიერ დაკრულ გიტარის აკორდებს ექოსავით იმეორებს, ასეთი ფოლკი ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს (www.bennihemmhemm.com). გერმანელ “Daniel Benjamin”-ზე ანოტაციაში ეწერა, მარტინ გრეჩი ძალიან იამაყებდაო მისი დაკრულითო – ანოტაციამ სრულიად გაამართლა, მას ფანტასიური ტექნიკა აქვს, და სრულიად არაა გასაკვირი, რომ უკვე მე15ე ქვეყანაში მართავს ტურს (www.myspace.com/danielbenjamin). არ შემიძლია არ ავღნიშნო ბრაზილიური ჯგუფი “Bonde do Role”, რომელსაც დომინო რეკორდსთან ააქვს კონტრაქტი მოწერილი. მუსიკა ძირითადად 80იანი და 90იანი როკის მიქსს მიმატებული ფანკი ბიტებია, და სექსუალური ქალის ვოკალი... (www.myspace.com/bondedorole). აგრეთვე ბრაზილიელ ცნობილ ჯგუფ “CSS”ის კონცერტზე მოსახვედრად, ბრაიტონის კველაზე დიდ დანს კლუბში 40 წუთიან რიგში ვიდექი, საბოლოოდ გაყინული, დაღლილი და დაქანცული კონცერტზე რომ შევედი, იმდენად არ მომეწონა, რომ გავბრუნდი და წამოვედი. თუმცა ყველა დანარჩენი ძალიან კმაყოფილი დარჩა. კიდევ ცნობილი ჯგუფებიდან The Magic Numbers” მოვისმინე, რომლებსაც მინი-პოპ-კლასიკური სიმღერები აქვთ, ვოკალისტი კაცით და ქალების ბევრი ბექვოკალებით, ბენდში 4 წევრია – 2 ქალი და 2 მამაკაცი, რომლებიც ერთმანეთის და ძმები არიან, მარა რომელი რომლის არ მახსოვს. (www.themagicnumbers.net). ძალიან ცნობილ ბრაიტონულ ჯგუფ “The Mccabees” ამჟამად პატარა პრობლემები შეექმნა, მათ ახალი ალბომი გამოუშვეს, და დისკების გაყიდვებით მეცხრე ადგილზე გავიდნენ ინგლისის მასშტაბით, და ეს სულ რაღაც 2 კვირაში, რაც ძალიან კარგი რეზულტატია, თუმცა მათმა დისტრიბუტერმა, კომპანიამ იუნივერსალ, თავის დროზე არ მიაწოდა ითუნეს მათი სიმღერები, და ამიტომ მათ მილიონები დაკარგეს... როგორც იტყვიან “მთელი ბრაიტონი ამაზე ლაპარაკობდა”. თავად ჯგუფი უცნაურ არტ პოპს უკრავს, თუმცა შეიძლება უცნაური სრულიადაც არაა, რადგან ეგერ მილიონებზეა საუბარი... (www.themaccabees.co.uk). დიდი აჟეოტაჟი გამოიწვია ჯგუფმა სახელწოდებით “YOURCODNAMEIS:MILO”, ჯერ მემგონი ყველას “Milo” ეგონა, მერე გაირკვა, რომ სხვები არიან, მაგრამ აჟეოტაჟი გაამართლეს, რომელიც რეალურად მათი თვითდაპროდიუსებული ახალი ალბომით “They came from the sun” იყო გამოწვეული. კიდევ რამოდეიმე ბენდი ვნახე, და სიმართლე გითხრათ, საკმაოდ დამწყდა გული, რომ დღეს დღეობით ამ მუსიკალურ ქვეყანაში თითქმის არაფერი საინტერესო და ახალი (Fresh) არ იქმნება. მთელმა ინგლისის 2 მა კვირამ ჩემთვის “მწვანე ოთახის” ანუ რებრენდინგის შედეგად ჩვენს მიერ “Green Room”ად წოდებულის ახალი ალბომის “The Last Minute of Terrorist”-ის ეგიდით ჩაიარა. მისი ხშირი მოსმენის შემდეგ ძალიან დიდი იმედი გამიჩნდა, რომ საქართველოში არსებობენ მუსიკოსები, რომელთაც შეუძლია საკმაოდ დიდი კონკურენცია გაუწიონ ძალიან ბევრ უცხოურ ჯგუფს. ალბომი მე იმიტომ მაქვს, რომ მათი მენეჯერი ვარ, და იმედებიც და გეგმებიც ამიტომ გამიჩნდა, თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ოზონის ფესტივალზე გამოსულ ყოველ ბენდს ბევრად უფრო დიდი პოტენციალი და მუსიკალურობა გააჩნია, ვიდრე ბრაიტონულ ფესტივალზე მოსმენილი ბენდების უმეტესობას. (რაღაც ძალიან პატრიოტულ შემართებული ტექსტი იყო, ხო?) ამ ფესტივალზე კიდევ ორი აღსანიშნავი ფაქტი მოხდა. 1) დავესწარი Fat Boy Slim -ის Noman Cook - ის ინერვიუს, სადაც ის თავის ცოლზე გვეწუწუნა, თურმე დაშორებია თუ რაღაც ეგეთი, ცხოვრებისეული დეტალები გაგვანდო, და 2) ცოცხალი, ნამდვილი ზვიგენები ვნახე ბრაიტონის აკვარიუმში. საერთო ჯამში რომ მეკითხებიან, ანიჩკა, კმაყოფილი ხააარ? მე ფილოსოფიას ვიწყებ, ბრიტანული კულტურის მოსალოდნელი ჩავარდნის შესახებ, მარა მერე მეცინება, და ვფიქრობ რატომ ვიძაბები ნეტა... რასაკვირველია კმაყოფილი ვარ, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ბრაიტონიდან მანჩესტერში წავდი მეგობრების მოსანახულებლად, სადაც მუსიკალური ქუიზი მოვიგე, და იმ ბარის მაისურით და 1 ბოთლი ავსტრალიური ღვინით დამაჯილდოვეს. მერე მართალია ავტობუსში 5 საათიანი ჩანჩალის და ტრაფიკში დიდი ხნის გაჭედვის შემდეგ ლონდონში ჩავაღწიე, და ვერ ჩამოუსწარი “Groove Armada”ს ახალი ალბომის პრეზენტაციას, რაზეც საშინლად დამწყდა გული. ავიკელი სიხა, სადმე წავიდეთ თქო, თავად სიხა წინა დღით ცნობილი ლონდონელი დიჯეების “Secret Sundaze”ის საღამოზე იყო მიწვეული, და კარგი დროც ჰქონდა გატარებული და ყველაფერი ეზარებოდა. უდიდესი ძალისხმევისა და ჩამოტანილი სულგუნების დაყვედრების შედეგად მისი სახლიდან გამოთრევა მოხერხდა. ჯერ წავედით ქლაბ “Key”ში, სადაც საკმაოდ ცოტა ხალხი, და უფრო მოჩილაუტო მუსიკა დაგვხვდა, რაც არ მოგვეწონა, და ჩემი ბევრი ზუზუნის მერე კლუბ “Fabric”ში ამოვყავით თავი. აი ეს უნდა დაწვრილებით მოვყვე, იმიტომ რომ ასეთი მასშტაბური, მაგრამ მყუდრო და სასიამოვნო კლუბი ჯერ არ მინახავს. 3 ოთახი, სამივეში სხვადასხვა სტილის მუსიკა იკვრება, ხმის აპარატურა მემგონი იატაკშიცაა დამონტაჟებული, სადაც არ გავიხედე ყველგან დინამიკები ეკიდა. აღსანიშნავია კლუბის ტუალეტი, რომელშიც ქალის და კაცის ტუალეტი გაერთიანებულია, და უცნაური ფანტანის ტიპის ხელსაბანი აქვს, რომელიც აუცილებლად დაგამახსოვრდებათ. მუსიკას რაც ეხება იმ დღეს ჩალაბრია, Meat Katie, David Guetta და კიდევ ვიღაცეები უკრავდნენ. კარგი იყო აგრეთვე დრამენბეისის ოთახი, სადაც MC ყურში ჩაგვყვიროდა, და ყველა cool და great გავიძახდით. კიდევ რაც ძალიან მომეწონა - დიჯეის ბრეიქები და ჩავარდნები რომ ჰქონდა, მთელი ხალხი იატაკზე ჯდებოდა, ტაქტებს ითვლიდა, და მაღალი სიხშირეების გახსნის და გახშირებული ლუპის დამთავრების შემდეგ ყველა ისტერიულად ხტებოდა და ცეკვას აგრძელებდა. ამ დროს განათებაც მთელ ძალაზე ირთვებოდა, ეფექტი ძააალიან შთამბეჭდავი იყო - ძალიან ვისიამოვნე. გარეთ რომ გამოვედით დილის 7 საათი იყო, მეტროც ახალი გაღებული დაგვხვდა, და წყნარად და მშვიდად სახლამდეც ჩავაღწიეთ. მეორე შაბათს ჩემ ლონდონში მცხოვრებ მეგობარ თაკოს, ძალიან მოუნდა Ministry of Sound წასვლა. დაილოცოს მეტროებთან დარიგებული უფასო გაზეთები – კლუბის მეინ რუმში Deep Dishi უკრავდა და ბიგ ნეიმის მოსასმენად სიამოვნებიდ გავვარდი. კლუბი საკმაოდ სასაცილო სახელწოდების უბანში Elephant and castle -ზე მდებარეობს. აი რამდენადაც მომეწონა Fabric-ი იმდენად არ მომეწონა Ministry. როცა ლონდონელებმა მითხრეს ეს ტურისტული ადგილია და შენ არ მოგეწონებაო, ვერც კი წარმომედგინა რამდენად ტურისტული ადგილი იყო. 1 ბრიტანელი არ მინახავს, უდიდესი რაოდენობით ჩინელები, რატომღაც ბევრი ლიტველები, ხირვატები, რომლებიც მოდიან და გეუბნებიან “I am Italian” და ბევრი ზანგი. და კიდევ ის არ მომეწონა, რომ კლუბში მყოფთა 99% სრულიად შეურაცხადი, და ჩემის აზრით დოზაზე საჭიროდ დაექსტაზებული იყო. ერთადერთი კითხვა, რომელიც მე გარშემო მესმოდა იყო “Are you on pills?”, დაცვისაც კი არ ეშინოდათ, ისე ღიად და თამამად მიირთმვდნენ ამ ვირთხის წამალს, აბა ვინღა ჩადებს მაგაში ამფიტამინს. Deep Dishს არაუჭირდა, უბრალოდ მე ვერ ვარ ჰაუსის მოყვარული, ამ კლუბში საუნდი ბევრად უფრო ხმამაღალია ვიდრე Fabric-ში, მარა რაღაც ყველაფერი იმდეინად დიდია, რომ მყუდროება გერღვევა – ეს კლუბი გიგანტია. მარა მიუხედავად ზომებისა კლუბში ფანტასტიური ვენტილაციაა, რაც საზოგადოდ კლუბების დიდი პრობლემაა. კლუბიდან ძალიან ადრე წამოვედი, რადგანაც იქ ტანჯვას ძილი მერჩივნა, თუმცა ვერ დავიძინე, რადგან იმ უბანში სადაც ვცხოვრობდი მელიებმა საღამოს გასეირნება მოაწყვეს და ჩვენს ეზოში 2 დიდი და 5 პატარა მელია მთელი ღამე იჯდა და ყეფდა...
არ ვიცი რამდენად შევძელი გადმომეცა ის განწყობა რაც მქონდა იქ ყოფნისა და ჩამოსვლისას, იმიტომ რომ ეს განწყობა ეგრევე გამიქრა, რადგან სამსახურში დაბრუნებისთანავე, ახალი ჯოჯოხეთები დამხვედრეს, ასე რომ ჩემმა ორმა დასვენების კვირამაც ვერაფერს ვერ უშველა და შთაბეჭდილებებიც სადღაც გაქრა. მაპატიეთ თუ რამე ისე არაა რაა....

SVANSETY

Wednesday, February 18, 2009

ფესტივალი სვანსეტი მესტიაში 2007 წელს ჩავატარეთ. სექტემბრის 3 ვიქენდი დავდიოდით ავტობუსით - დიდი ტანჯვაა დამეთანხმეთ, 10 საათი ჯაყჯაყი, ხან ქვა დაგეცემა, ხან გზა ჩამოიშლება და ასე შემდეგ... მაგრამ ღირდა, აი ძალიან ღირდა. ჩვენ პირველებმა სვანეთში DJ-ები ჩავიყვანეთ და მესტიის კოშკებს "როკ" მუსიკა ვასმენინეთ - Green Mama, String, Zumba, DJ Bero, Mixo & Ciga.

მაგრაამ ასეთი ბუნება თუ გვქონდა... აი არ ვიცოდი რა... ძალიან ლამაზ ქვეყანაში ვცხოვრობთ...





















Svansety

ავტორი: ანიჩკა სიხარულიძე - for Ozoni

სად არ მოგვიწყვია კონცერტები – დარბაზებში, კლუბებში, პარკებში, ქუჩებში, მოედნებზე, ზღვაზე... მაგრამ არასდროს წარმომედგინა, რომ კონცერტს სვანეთში ჩავატარებდით, თან არაერთს, და თან წარმოუდგენლად წარმატებულს. საზოგადოდ, სვანეთი ბევრი ჩემნაირი თბილისელი არსებისთვის, რაღაც კარჩაკეტილი, საქართველოს ყველაზე მოშორებული, ქვა-კლდე-ყინულოვანი ნაწილია, სადაც ჩასვლა (ანუ ასვლა) დიდი პრობლემაა, სადაც ხალხს იტაცებენ, აყაჩაღებენ და სისხლის აღების წესი დღემდე აქტუალურია. არ დაიჯეროთ – ეს ყველაფერი ტყუილია, და ჩემდა გასაკვირად მითია! ერთადერთი რაც სვანეთზე მოსაყოლი ამბებიდან უსიამოვნო მოგონებებს მგვრის, პირველი გამგზავრებაა – 10-11 საათი გაუნძრევლად მარშრუტკაში ჯდომა, და ყოველ წამში “მალე ჩავალთ?” კითხვის მოსმენა ცოტა არ იყოს დამღლელია. თუმცა ეს მხოლოდ პირველად, მერე ეჩვევი და გსიამოვნებს კიდეც.

დავიწყებ იმით, რომ სვანეთის ისტორიაში პირველმა პრეცენდენტმა - როკ კონცერტმა და დიჯეი სეტმა და თან ღია ცის ქვეშ წარმატებულად ჩაიარა.

15 სექტემბერი – Green Mama და DJ Mixo (Louder)

სანამ უსუალოდ კონცერტის ამბებზე გადავალ, აუცილებლად უნდა მოგიყვეთ სვანეთში ჩვენი პირველი დღის შესახებ: პირველი ისაა, რომ ფესტივალის მასპინძელი აჩიკო გულედანი, სვანეთში ბოლოს 7 წლის ასაკში იყო, და ვინც არ შეხვდა, ყველამ ხარი დაუკლა. აჩიკოს სვანურ რახთან ბრძოლაც მოუხდა – ბრძოლა აჩიკოს გამარჯვებით დამთავრდა. მეორე ისაა რომ მწვანე ოთახის კლავიშნიკი ბექა აჩიკოს უახლოესი ნათესავი გამოდგა – აი რატომ გვიყვარდა ასე ერთმანეთიო, დაასკვნეს. მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენი რედაქტორი - სერგი გვარჯალაძისადმი სიყვარულმა გადაფარა. აღმოჩნდა, რომ სერგი და მისი გადაცემა კომუნიკატორი დღემდე ახსოვთ, და უყვართ. ეს სიყვარული (შენ რომ მაჩუქე აღარ მინდა) იმდენად ღრმა და გულწრფელი გამოდგა, რომ ჩვენმა მასპინძელმა, ემზარ მუშკუდიანმა სერგი სუფრაზე თამადად დანიშნა და ოჯახის ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი - საკარცხულის მახშვის სკამი აჩუქა...

კონცერტის წინ საკმაოდ ვნერვიულობდი, როგორ მიიღებდა სვანი მსმენელი მძიმე მუსიკას, გრეენ მამა საზოგადოდ, როგორც ხალხში ვამბობთ ხერხავს ხოლმე... დიჯეიზე კი საერთოდ მაკანკალებდა, ვიცოდი რომ მიქსო დაბსტეპის დაკვრას აპირებდა, რომელიც სვანეთში მართლა ჯერ არავის მოუსმენია. ვერ წარმოიდგენთ როგორ გამიკვირდა, როდესაც მესტიის ცენტრში, მიტოვებული ტურბაზის ეზოში, ნატურალური დეკორაციის - სვანური კოშკების ფონზე საგულდაგულოდ მოწყობილი სცენის წინ 300 კაცამდე შეიკრიბა, და დიდი მონდომებით უცდიდა კონცერტის დაწყებას. კონცერტის დასაწყისში ჯგუფმა “Green Mama” ქავერები დაუკრა. პროგრამა ძალიან კარგად იყო შერჩეული, ბიჭები ნელნელა გახურდნენ, და ჩემდა გასაკვირად, “Red Hot Chili Peppers” ის “Californication” ის სიმღერისას ხალხს რომ გადავხედე დავინახე - სიმღერა არა მარტო გაეგოთ არამედ ტექსტიც იცოდნენ. აი ამ დროს კი ამოვისუნთქე და დავმშვიდდი. პუბლიკამ როკი მიიღო. Mix'o-მ ბავშვები ააცეკვა, რომლებიც საკმაოდ აქტიურობდნენ და სცენაზე აძრომას ლამობდნენ.

22 სექტემბერი – ზუმბა და DJ Bero (Louder)

ზუმბას კონცერტზე გაცილებით ბევრი ხალხი მოვიდა, ტურბაზის ტერიტორიაზე ადგილი აღარ დარჩა. აქ არამარტო მესტიის მაცხოვრებლები არამედ გარშემო სოფლებიდან ხალხიც შემოგვემატა. ხო, არ დამავიწყდეს იმის თქმა, რომ სვანსეტის დროს, და მანამდეც ტურიზმი დეპარტამენტი სვანეთში იაფფასიან ტურებს ატარებდა, შეგეძლო წასულიყავი პარასკევს დილით, გეცხოვრა ულამაზეს მინდორზე კარვების ბანაკში, (რომელიც სხვათაშორის საკმაოდ კეთილმოწყობილი და “ევროპულ დონეზე” ორგანიზებული იყო) და კვირას დილით თბილისში დაბრუნებულიყავი. ამას ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ ბანაკის მაცხოვრებლები ძალიან დაგვეხმარენ სვანური მოსახლეობის აცეკვებაში. ზუმბას სვანეთში ყველა იცნობს, წელს მან უშგულში კონცერტი გამართა, არტ გენის ტურის დროს. სვანსეტის მეორე დღე სიმღერით “გამარჯობა აფხაზეთო” გახსნა და დახურა: გამეორება ცოდნის დედააო დაამატა. პუბლიკა სიმღერას დიდი ენთუზიაზმით მღეროდა. აგრეთვე კარგად იცოდნენ ზუმბას სიმღერები “ვაშლის გამყიდველო” და “ზუმბა ვარ და არცა ვმალავ”, რაც თავად ზაზა კორინთელსაც გაუკვირდა. ზუბას სცენიდან ჩამოსვლა ძალიან გაუჭირდა, რადგან თაყვანისცემელთა ჯარი დახვდა სცენის კიბეებთან ავტოგრაფის და სურათების გადაღების ხოვნით.
თუ ზუმბამ სვანეთი აამღერა – ბერომ სვანეთი ააცეკვა! ამჯერად უკვე მშობლებიც ცეკვავდნენ ბავშვებთან ერთად. დისკოთეკაზე ქცევის წესებთან დაკავსირებული პატარა კურსის ჩატარების შემდეგ დიჯეისთან პაუზების დროს ხალხი ხელებსაც მაღლა წევდა, ბას ბოჩკის შესვლებზე ჰაერში ხტებოდა და ტაშსაც დროულად უკრავდა.

29 სექტემბერი – String (Step Records) და DJ Ciga (Louder)

ისევ უამრავი ხალხი, ისევ კმაყოფილი სახეები, ისევ ფანტასტიკური ხედი სცენის უკან და ჯგუფი სტრინგი სცენაზე. ამ კონცერტზე ხალხის აქტიურობამ აპოგეას მიაღწია – სტრინგმა ჯერ საკუთარი სიმღერები იმღერა (სვანებს ბრიტ პოპიც ყვარებიათ), ხოლო როდესაც ყველასთვის კარგად ნაცნობმა საფეხბურთო ნაკრების ფან კლუბის ჰიმნმა – “ჩვენ ერთი გუნდი ვართ” გაიჟღერა, თავი სტადიონზე ეგონა. როდესაც იგივე სიმღერა მეორეჯერ ამღერეს და ასე 30 კაცი სცენაზე შემოემატა და მიკროფონში გაჰღნაოდა კარგად ნაცნობ სიტყვებს, დარწმუნებული ვარ სტრინგის ვოკალისტს, ქვინს – დათო ლომიძეს თავი უემბლის სტადიონის სცენაზე ეგონა! კონცერტი და მთლიანად ფესტივალი დიჯეი ციგამ დახურა, რომელმაც საბოლოდ შეაყვარა სვანებს ბრეიკ ბიტი.



პირადად ჩემგან ორ რამეს დავამატებ:
არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა ყველა მუსიკოსს, რომლებმაც ამ ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა, მთელ ტექნიკურ პერსონალს და განსაკუთრებით ჩემ თანამშრომლებს – დათო ადუაშვილს, თოკა გელაშვილს, და ნიკა ზაუტაშვილს რომლებმაც ბევრი იმუშავეს, რომ ეს ფესტივალი გამოსულიყო. და კიდევ, მე შეყვარებული ვარ - სვანეთზე ლამაზი ადგილი მე არსად მინახავს. უფრო რომანტიკული რომ ვიყო, გეტყვით, რომ ამდენი ვარსკვლავი (ციური სხეული და არა “ესტრადის ვარსკვლავი”), ხეები, მთები და სოკოები (ისინი რომლებსაც საკვებში იყენებენ) ერთად არასდროს მინახავს. ასეთი გემრიელი საჭმელიც დიდი ხანია არ მიჭამია და ასეთი კარგი ხალხიც დიდი ხანია არ შემხვედრია. ჩემი შთაბეჭდილებების გაზიარება მაისფეისის მეშვეობით შემიძლია, სადაც კონცერტების სურათები და რამდენიმე ვიდეო დევს. ფესტივალის მისამართია: www.myspace.com/svansetfestival

ნარცისიზმი - ანუ მე მე და ისევ მე :)

ხოდა, ამბობენ დედისერთა ბავშვები ეგოისტები არიანო - და მააართალია. ეგოისტი ვარ! მიყვარ საკუთარი სურათები ხოლმე, ოღონდ რაც გავსუქდი კარგები არ გამოდის, და ვდარდობ, მაგრამ დარდი დიეტით და ვარჯიშით რომ შევცვალო აჯობებდა, უბრალოდ ნებისყოფა და დრო უნდა, დროც არ მაქვს და ზარმაციც ვარ, და ჭამა მიყვარს უზომოდ... მოკლედ აი ჩემი სურათები - остатки былой роскоши...



The Best Of...

ამ ვიდეოზე ვეცემით მთელი სასტავი - ნეტა რაზე მღერიან სინამდვილეში? - სამშობლოს სიყვარულზე? (c) სერგი

ჩემი ნათლული ელენე :)

Tuesday, February 17, 2009



ეს ჩემი ნათლული ელენეა - დედას ცხოვრება და სიხარული :) რომ მხედავს - ანა ნათლია რა მომიტანეო მეუბნება, და მინიმუმ კინდერით თუ არ დაასაჩუქრე არ მოდის და არ მკოცნის - გამწვრთნა ფაქტიურად, მაგამ მე მხოლოდ მიხარია იმიტომ, რომ უსაყვარლესი და უთბილესი გოგონაა...

ასე 3 საათის წინ ელენე დედამისის კომპიდან მიგზავნის სმაილიკებს - მეც ვუგზავნი, ვერთობით... მოვიდა დედამისი და მეთქი ანახე ბავშვს თავისი სურათები - ნახა... და ამბობს - რატომ ააქ ანა ნათლიას მეორე ნათლულს გულები და მე არა... მეც მინდაო :) შემიწუხდა გული ეგრევე მივახატეთ ვარსკვლავები და დაწყნარდა :) აი აააასე ... (c)რადიო 105



ჩემი ნათლული ანამოტო :)



ეს არის ჩემი პატარა უსაყვარლესი ნათლული ანამოტო :) დაიბადა 2009 წლის 6 იანვარს და ჩემი უახლოესი მეგობრის ჩიკომოტოს შვილია :)

რატომ და რისთვის გავაკეთე ბლოგი

არასოდეს გამიეკთებია ბლოგი, არც არასოდეს მიფიქრია ბლოგის გაკეთება, სოციალურიც არ ვარ დიდად და კაი ზარმაციც ვარ, იდეებს რა გამოლევს მარა ხომ გინდა დაჯდე, დაწერო, მოახერხო რაღაცეები, მარა ნუ ჰა :) არც ეხლა ვარ დარწმუნებული, რომ ინფორმაციულად და შინაარსობრივად საინტერესო და განუმეორებელი ბლოგი გამომოივა ტოპ რეიტინგების იმედი არც მაქვს და ასე შემდეგ, მარა მგონია, რომ საკმაოდ საინტერესო ცხოვრება მაქვს, (ზოგჯერ) და არის მომენტები რომლის გამოხატვა მინდა ხოლმე და მეგობრებს ხომ არ გავუბურღავ ყოველ საღამოს ტვინს (ისედაც არ ვაკლებ საცოდავებს)... დავწერ აქ და თუ ვინმეს მოუნდა წაიკითხავს,არ მოუნდება არ წაიკითხავს, მთავარია მე ხომ დავწერ :)

ა და კიდე ერთი მიზეზი - Nokia N75 - და ნოკიას lifeblog - დავასინქრონე და მივხვდი - განძები მაქ ხელში - მემუარების წერის დროა :) გამოვაქვეყნოთ ვიწრო კულუარული სურათები :)

მოკლედ მოდას აყოლილ ხალხს რა გამოლევს, მეც ასეთი გამოვდექი და გადავწყვიტე დავემატო ამხელა ბლოგერების ამალას და გადმოვცე თითქმის ყველაფერი რაც ჩემს გარშემო ხდება...

welcome to my world ლეიდიზ ენდ ჯენტელმენ :)
 
Anichka and everyone around. Design by Pocket