Lonely Hearts Club

Tuesday, December 8, 2009

ეძღვნება ჩემს მეგობრებს...

დეპრესიული შემოტევები ყველას გვქონია დამეთანხმეთ, არავის ვჭირდები, ყველასთვის სულ ერთი ვარ და ეგეთი ბევრი აზრი...

რაღაცას რომ კარგავ და დიდი არჩევანს წინაშე დგახარ - გერხევა :) არიან ადამიანები ვინც ასეთ გადაწყვეტილებით იგებს, არიან ვინც აგებს - ხოდა რატომ ვაგებ ყოველთვის მე? :) არც ერთი ცხოვრებისეული ამბიდან მე გამარჯვებული არ გამოვსულვარ... სულ რატომღაც უნდა ვფიქრობდე სხვებზე, და სხვების ბედნიერებაზე, არადა მე როგორ ვარ, შეიძლება არც არავინ დაინტერესდეს სანამ კივილს არ მოვრთავ და ისიც იქნება ან კაი ანა რელაქს, ან კაი ანა დაწყნარდი :)გააჩნია ვინ ამბობს :) შეიძლება ხვალ დილით, რომ გავიღვიძებ გამეცინოს იმაზე, რაზეც დღეს ძალიან გავმწარდი... (თუმცა არამგონია) მაგრამ რამე მაინც რომ არ დამეწერა, ალბათ ავფეთქდებოდი :)

ან მე არ ვიცი მეგობრობა, ან მეგობრები არ არსებობენ - არის უბრალოდ სიტუაცია და ადამიანები, სადაც ისინი ერთად ხვდებიან და მეტი არაფერი - ეგაა მეგობრობა?? როცა "ამოგწურეს" მერე გინდა მტკვარში გადახტი, გინდ მთვარეზე წადი ჩუსტებით, იმ ნე ინტერესნო :) ზოგჯერ ადამიანი ისე ამოშლის საკუთარ თავს სხვისი გულიდან, რომ ვერც ხვდება, არადა რა, არც არაფერი... ჩაწყდა ხოდა კარგად იყვნენ, ყველას ვუსურვებ წარმატებებს, უბრალოდ აწი მომერიდეთ - ვიღრინები :)

1 comments:

camomile said...

ვიცი სისულელეა ეხლა იმის დაწერა რომ გაგივლის და ყველას გვქონია მასეთი შეგრძნებები...უბრალოდ არის მომენტები როცა ვერ გიგებენ და ეს გარკვეულწილად ჩვენი ბრალია, მე თუ არ ვტQვი რომ რაიმე მეწყინა შეიძლება ვერც მიხვდნენ, რათქმა უნდა მეგობრები გვერდში უნდა გედგნენ და ვიგძნოთ რომ მათთვის ძვირფასები ვართ, თუნდა ისეთ დროს როცა ეს მართლა გვჭირდება...ნუ გწყდება გული, ხშირად ვერ გამოვხატავთ სათანადოდ იმას რასაც ვგრძნობთ...

Post a Comment

 
Anichka and everyone around. Design by Pocket