გაუმარჯოს ახალი წლის პირველ დილას...

Thursday, April 8, 2010

თავზე რომ გვათენდება? გული მღერის, სულ მღერის...

რა დავწერო? მოკლედ როგორც ყოველთვის ბევრი ვიმუშავე და ეხლა სრულიად უსაქმურად განვაგრძობ მოღვაწეობას ფეისბუქში ფერმის,ქალაქის, კიდევ ერთი ქალაქის და კუნძულის აღმავლობით, ვუყურებ აურარებელი რაოდენობით სერიალებს - V, Flash forward, Lost (ღმერთმა გადმოგვხედა და თავდება),Vampire diaries, Supernatural and many more - ანუ პირდაპირ ვიტყვი მარაზმში ვარ.

მაქ პერიოდული აღმაფრენები და სწავლისკენ მივილტვი, მივედი დასკვნამდე, რომ პროფესია არ მაქვს - ეს ის ვარიანტია, ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი, ოღონდ ჩემ შემთვევაში ცოტა სხვანაირად, ზარმაცი ვარ, ხოლოდ მაშინ, როდესაც საქმიდან პერსპექტივას ვერ ვხედავ, რაც საკმაოდ ხშირად ხდება ამ ბოლო დროს. ანუ - ვიცი ზედაპირულად ბევრი რამე, სიღრმეებში ვიხრჩობი.

მიზან თუ არ გაქვს, ხომ ჭირს არსებობა, მეც ამ მომენტში ამ უმიზნობაში ვარ ჩაფლული და ვერ გადამიწყვეტია რა გავაკეთო, ხან სამსახურის გამოცვლაზე ვფიქრობ (დროა 5 წელი შევახმი) ხან ქვეყნის გამოცვლაზე, რაც ჩემს ასაკში აგრეთვე სირთულეა - ცოტათი ჭირს თავიდან დაწყება და ძველის მიტოვება? არ ვიცი შეიძლება არც ჭირს, მარა მიზანი ნათელი და აშკარა უნდა იყოს. ზოგი მეუბნება გათხოვდიო, გამოგიჩნდება სხვა მიზნებიო, არადა არ მინდა :( რაღაც მეტი მინდა ვიდრე ოჯახური რუტინა და 500 ლარიანი სამსახური. ნამეტანი ეგოისტი ვარ და ჩემი თავი სხვებზე მეტად მიყვარს.

ჩემი მეგობარი ირინა გაყვა მიხის, ავსტრიელ ჟურნალისტს ცოლად, 3-4 დღეა მათთან ერთად ვარ და ვკვირდები ქართულ და ევროპულ მხარეებს. ქართველები - სპონტანური, გადაწყვეტილების მიღებაში სრულიად არა პროგნოზირებული ნაწილი ვიყავით. ავსტრიელები - გეგმა აქ, და აბა მიდი და გადაუხვიე. წინა საღამოთი შევთავაზე რომ წავიდეთ ღამე სადმე ლუდი დავლიოთ, სად და ნუ ვთქვათ კალაში. და რა ქნეს? ხინკლის საჭმელად წასულებს შუადღეზე ლუდი რომ შევთავაზეთ, როგორო? და აბა საღამოს ლუდი კალაშიო??? არადა დავიღალეთ და ისე გვეზარებოდა რომ მეტი არ შეიძლება, მარა ჩვენ გუშინ ხომ დავგეგმეთ??? ისე შემშურდა მათი ევროპული (უფრო "გერმანული") სიზუსტის... ამ ადამიანებმა ხომ ზუსტად იციან რა უნდა გააკეთონ ხვალ, და დაუგეგმავად ნაბიჯსაც არ დგავენ... მე დილით რომ ვიღვიძებ, ისიც არ ვიცი 1 საათში სად ამოვყოფ თავს...

დღეს ტელეფონი დამრჩა სახლში, და რა ბედნიერებააა, არც არავისი ვიცი ზეპირად რომ დავურეკო, და არც სხვებმა იციან ჩემი სამსახურის ნომერი და სრულ იდილიურ სიჩუმეში ვიმყოფები ეხლა ოფისში და მიხარია,ვიმალები და მგონია ვერავინ მხედავს :))

რისი თქმა მინდოდა ამით არ ვიცი, უბრალოდ გამოვხატე :) რა ეგეც არ ვიცი, ვინმემ რამე შინაარსი თუ გამოიტანეთ ამ ბოდვიდან სთქვით.

მიყვარხართ, თქვენი ანიჩკა

1 comments:

Dato trapaidze said...

ეჰ ანიჩკა. ჩვენ სიტყვა გეგმა-ზე მარტო კომუნისტური ხუთწლედი გვახსენდება. ვერა და ვერ ჩავჯექით მაგ ჩარჩოში. ან რომელში ჩავჯექით რო...
ისე მობილომონობიდან ამინისტია ზოგჯერ მეც მაგრად მსიამოვნებს :)

Post a Comment

 
Anichka and everyone around. Design by Pocket