სიზმარი

Tuesday, April 13, 2010

მანქანში უცნობი მამაკაცის გვერდზე ვიჯექი. არ ვიცოდი ვინ იყო, ან რატომ ვიყვით ერთად, არც მისი სახე მახსოვს. თეთრი მანქანა იყო, აუდი TT კაბრიოლეტი, სადღაც მივქროდით, რაღაცას გავურბოდით. გარშემო მწვანე მინდორი ძალიან უცნაური ნაცრისფერი მტვერით იყო შემოსილი, მიწისძვრააო, გავიგე, ჩემს გვერდით მჯდომმა მამაკაცმა ხელი გაიშვირა და დავინახე დიდი მტვერის კედელი, რომელიც ჩვენსკენ სასწაული სისწრაფით მოქროდა, მის უკან უცნაური ცეცხლი გიზგიზებდა, მივხვდი რომ ლავა იყო და შემეშინდა.
- მთაწმინდის ვულკანმა გაიღვიძა, სასწრაფოდ უნდა გავაღწიოთ თბილისიდან - მითხრა და აუჩქარა სვლას. წინ გვირაბი დავინახეთ, როგორც მივხვდი თბილისიდან გასასვლელი ერთადერთი გზა იყო, მტვერი გვეწეოდა. საშინელი სიჩქარით შევვარდით, გვირაბი დაბლა ჩადიოდა მიწაში და მანქანებით სავსე იყო. - აქ საშიშია - ვთქვი მე, წინადადების დამთავრება ვერ მოვასწარი და ჩვენს წინ მდგარ მანქანას შევასკდით. მე მანქანიდან გადმომაგდო, და გავფრინდი. უკან გავიხედე და მივხვდი რომ მტვერის კედელი დაგვეწია. ქვევით ჩავხედე და დავინახე დამტვრეული მანქანები, რომლებიც დიდი ლავით სავსე ორმოსკენ მიექანებოდნენ, გარშემო სიბნელე იყო და მხოლოდ ცეცხლის ალი ანათებდა გვირაბს - მე გონება დავკარგე. როდესაც თვალი გავახილე ქვიშაზე ვიწექი ზღვის პირას. გარშემო რაღაც ძველი მიტოვებული ინდუსტრიული ქალაქი იყო, დიდ ანგარში შუქი დავინახე და გავიქეცი მისკენ. ანგარი გარედან ძველი და მოუვლელი, შიგნით კი თანამედროვედ მოწყობილ ლაბორატორიას გავდა. შიგნით 30მდე ადამიანი და 15 მდე უცნაური, მაღალი, გამჭვირვალე, ცისფერი ფერის, გამხდარი არსებები დადიოდნენ. რატომღაც არ შემშინებია - ვიცოდი რომ დამეხმარებოდნენ. შევვარდი და ვიყვირე:
- მთაწმინდის ვულკანი ამოქმედდა!
- ვიცით. - მიპასუხა ერთერთმა ცისფერმა არსებამ, ოღონდ სხვა ჩემთვის უცნობ ენაზე, რომელიც რატომღაც მესმოდა.
- რა უნდა ვქნათ? - ვუპასუხე მე ამავე ენაზე.
- ესეთია პლანეტის ბედი...- მიპასუხა მან. - შენ არ ინერვიულო, შენ გვიპოვე. შენ რჩეული ხარ.
- რატომ არ გავაფრთხილეთ ადამანები? ჩვენ ხომ ბევრის გადარჩენა შეგვეძლო?!
- გავაფრთხილეთ, მაგრამ არავინ მოგვისმინა. ეხლა კი უკვე გვიანია...


ერთი მითხარით სულ გავრეკე ხო???? 2012-ს ნამეტანი დიდი ხნის წინ ვუყურე, და "საიდანმე ჩაგრჩებოდა" სრულიად გამორიცხულია. :))))

1 comments:

ლოლიკა said...

ხშირად ხედავ მასეთ სიზმრებს ანიჩკა? :)
ფანტასტიკური ფილმის სცენარს ვკითხულობდი, მეგონა :)

Post a Comment

 
Anichka and everyone around. Design by Pocket